როგორ მოვაშოროთ კოღოები ნატურალური საშუალებების დახმარებით?


კოღოები ყველაზე მეტად გვიფუჭებენ ბარბექიუს ან პიკნიკის განწყობას. თუ მათი განდევნა ნატურალური გზით გსურთ, ჩვენ არაჩვეულებრივ ხერხს შემოგთავაზებთ.

აი რა დაგჭირდებათ:

• 1-2 ლიმონის ნაჭერი

• 1-2 ლაიმის ნაჭერი

• რამდენიმე წვეთი როზმარინის ეთერზეთის

• წყალი (აავსეთ ქილა წყლით)

• აქტიური ინგრედიენტი: ლიმონის ევკალიფტის ზეთი (7-10 წვეთი)

• ჩაის მოტივტივე სანთლები

ეს ყველაფერი ჯამში მოათავსეთ და სანთელი აანთეთ. მისი მომზადება წამებში შეიძლება.