როგორ მოვამზადოთ შემწვარი თევზი მდოგვის სოუს-მარინადთან ერთად? გემრიელია!


თევზი -დიეტური პროდუქტია, რომელიც მაღალი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს. მისი მომზადება მარტივია: შედებთ ღუმელში და ის სწრაფად შეიწვება.

დღეს შემოგთავაზებთ რეცეპტს: შემწვარი თევზი მდოგვის სოუსის მარინადში. განსაკუთრებით სკუმბრია გამოდის გემრიელი: რბილი და წვნიანი.

მარინადის შემადგენლობაში სოიოს სოუსი შედის, ამიტომ მარილი არ დაგჭირდებათ. თუ მაიონეზი არ გიყვართ, შეგიძლიათ ის არ დაამატოთ.

ინგრედიენტები:

• 2 საშუალო ზომის სკუმბრია

• 1 ხახვი

• 3ს/კ სოიოს სოუსი

• 2 ს/კ მდოგვი

• 2 ს/კ მაიონეზი

მომზადება

1. სკუმბრია გარეცხეთ, შიგნეულისგან გამოასუფთავეთ და პროპორციულ ნაჭრებად დაჭერით.

2. ხახვი რგოლებად დაჭერით. შეურიეთ მდოგვი, მაიონეზი და სოიოს სოუსი.

3. მოათავსეთ თევზი ფორმაში, დაუმატეთ ხახვი, მომზადებული მდოგვის სოუსი. 20-30 წუთი დატოვეთ.

4. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუსზე და სკუმბრია 20-30 წუთის განმავლობაში აცხვეთ. თევზი სოუსით მორთეთ.