როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა კარტოფილის ღვეზელები ყველით? გამოდის ძალიან გემრიელი!


thumb-840x440

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ კარტოფილის ღვეზელების რეცეპტს. მათი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ. ისინი გამოდის ხრაშუნა და ძალიან გემრიელი.
შეგიძლიათ ცომი დროჟის გარეშე მოამზადოთ და მის ნაცვლად კეფირი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

მაგარი ყველი – 100 გრამი.
კარტოფილი – 6 ცალი.
ხახვი – ერთი ცალი
კარაქი – 50 გრამი
კეფირი – 200 მლ
კამა – 0.5 კონა
კვერცხი – 2 ცალი
ფქვილი – 300 გრამი
მზესუმზირის ზეთი – 100 მლ

მომზადება:

1) მოხარშული კარტოფილისგან პიურე გააკეთეთ, დაუმატეთ მაგარი ყველი, წვრილად დაჭრილი კამა. ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, კარაქში მოხრაკეთ და კარტოფილს დაუმატეთ.
2) ფქვილს დაუმატეთ მარილი, კვერცხი, ყველაფერი კეფირში გახსენით, დაასხით 70 გრამი მზესუმზირის ზეთი.
3) მოზილეთ ცომი, ჭიქის დახმარებით წრეები გამოჭერით.
4) თითოეულ წრეში კარტოფილის შიგთავსი მოათავსეთ (რომელიც პირველ პუნქტში მოამზადეთ). შეწვით მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან.