როგორ მოვამზადოთ იტალიური პასტა სახლის პირობებში? უგემრიელესი მაკარონი 30 წუთში


c6de0c033f0a

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

იტალიური პასტის სახლში მომზადება ძალიან ადვილია, ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

• 2 კვერცხი;

• 200 გრ. ფქვილი;

• ზეითუნის ზეთი;

• მარილი.

მომზადების წესი:

პირველ რიგში გაცერით ფქვილი. მის შუაგულში ჩაასხით ცოტა ზეთი, 2 კვერცხი და მარილი. შემდეგ აურიეთ და ნელ-ნელა ფქვილი და სხვა ინგრედიენტები ერთად 5 წუთის განმავლობაში ზილეთ. გირჩევთ, ამ დროს, ფქვილს ბოლომდე ნუ გამოიყენებთ.

გამზადებული ცომი შეახვიეთ ცელოფანში და ნახევარი საათით მაცივარში დადეთ. ამის შემდეგ 10 წუთის განმავლობაში ცომი აბრტყელეთ. ის ძალიან თხელი უნდა იყოს. შემდეგი 10 წუთის განმავლობაში კი აცადეთ, რომ ცომი გაშრეს. ცომი დაახვიეთ და 7 მმ. სისქეზე დაჭერით, მოათავსეთ მარილიან ადუღებულ წყალში და 3 წუთის განმავლობაში ხარშეთ. გემოვნების მიხედვით დაამატეთ სოუსი.

loading...