როგორ გავზარდოთ ლიმონი სახლის პირობებში? მარტივი რჩევები გამოცდილი მებაღეებისგან!


thumb

მათ ვისაც უყვართ მცენარეები ან უნდათ, რომ სახლს უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე შემატონ, დარწმუნებული ვარ, ლიმონის ხის გაზრდა ნამდვილად ესიამოვნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მისი დაწყება ძალიან მარტივია. ამისათვის კი თქვენ ლიმონის კურკები პატარა ჭიქაში უნდა ჩარგოთ. ჭიქა არ წაგართმევთ დიდ ადგილს, ამიტომ შეგიძლიათ ის სამსახურში, სამუშაო მაგიდასთანაც მოათავსოთ. მსგავსი მეთოდი გრეიფრუტის ხის გასაზრდეადაც გამოგადგებათ. მიყევით ინსტრუქციას და გაახარეთ ლიმონის ულამაზესი ხე.

ლიმონის კურკები კარგად გაწმინდეთ ( უკეთესი იქნება თუ მსხვილ კურკებს აარჩევთ), მოათავსეთ წყალში 6-7 დღის განმავლობაში. წყალი ყოველდღიურად გამოცვალეთ.

დრენაჟისთვის ჭიკაში რამდენიმე ქვა ჩადეთ და ტენიანი მიწა მოაყარეთ. ლიმონის კურკების წაწვეტებული მხარე ჩარგეთ მიწაში ისე, რომ მათ შორის დარჩეს თავისუფალი ადგილი 5 მმ. მაინც.

დაფარეთ კურკები, მსხვილი ქვიშით ან პატარა კენჭებით. აუცილებლად მორწყეთ ყოველ 2-3 დღეში ერთხელ. უფრო კარგი სათბური ეფექტისთვის ჭიქა გაახვიეთ ფოლგაში ან პოლიეთილენის პარკში. ფოლგით ან პოლიეთილენით შეფუთვის შემთხვევაში, გაუკეთეთ ნახვრეტები, რომ ჰაერმა იმოძრაოს. პირველ კვირას თქვენ უკვე შეამჩნევთ პატარა ღეროებს.

გირჩევთ, რომ 3-5 თვეში ლიმონის ღეროები უკვე დიდ ქოთანში გადარგოთ.

ლიმონს ტენიანი ჰავა უყვარს და არ ითხოვს ხშირად მზის სინათლეზე ყოფნას. გაზაფხულზე ლიმონი აუცილებლად უნდა გაკრიჭოთ, ეს ხელს შეუწყობს მის ზრდასა და ყვავილობას.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend