როგორ გავანათოთ წყალი? ხერხი რომელიც, თქვენს ბავშვებს განსაკუთრებულად მოეწონებათ


654

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

როგორ შეიძლება წყალი ანათებდეს? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ნივთია საჭირო და სახლში თქვენ თვითონ ადვილად გააკეთებთ.

მანათობელი წყლის დასამზადებლად შემდეგი ნივთებია საჭირო:

მარკერი, ქაღალდის საჭრელი დანა, ულტრაიისფერი ნათურა, რეზინის ხელთათმანი და წყალი.

რომ არ დაისვაროთ პირველ რიგში რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ, მარკერიდან მისი შიგთავსი ამოიღეთ და წყალში ჩაწურეთ. იმისთვის, რომ საჭირო ნივთიერება ადვილად გადმოვიდეს ქაღალდის საჭრელი დანით გაჭერით და კიდევ კარგად ჩაწურეთ. გაანათეთ ულტრაიისფერი ნათურა და ნახავთ, რომ წყალმა ფერი შეიცვალა. იმისთვის, რომ ფერადოვნება კარგად გამოჩნდეს ჩააქრეთ შუქი და ასე დააკვირდით.

ეს ხერხი განსაკუთრებით თქვენს პატარებს მოეწონებათ და ფერადი მანათობელი წყლით აღფრთოვანებულები დარჩებიან. გააკეთეთ მარტივად და გაახარეთ ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ: გოგო საახალწლო ნათურებს ჩარჩოზე ამაგრებს. ანუ როგორ გავაკეთოთ ოთახის დეკორაცია მარტივად

loading...