როგორ დავუბრუნოთ სამკაულებს პირვანდელი ბრწყინვალება? მარტივი და ეფექტური ხერხია


როდესაც თქვენი საყვარელი საიუველირო ნაკეთობები პირვანდელ ბრწყინვალებას კარგავენ, აი ამ რეცეპტის გამოყენებაა რეკომენდირებული.


ძვირფასეულობის გაწმენდისთვის დაგჭირდებათ:
1. თეფში
2. 1 ს/კ მარილი
3. 1 ს/კ სოდა
4. 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება
5. 1 ჭიქა ცხელი წყალი
6. ალუმინის ფოლგა
7. ქაღალდის პირსახოცი
8. ძველი კბილის ჯაგრისი

როგორ გავწმინდოთ?
1. ფოლგის 2 ფენა ისე დადეთ თეფშში, რომ ჭურჭლის სარეცხი საშუალება თეფშში არ მოხვდეს. დააყარეთ ფოლგას მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
2. დაამატეთ ცხელი წყლის 1 ჭიქა და მასას ცოტა აურიეთ. ჩადეთ სამკაულები ნარევში 10 წუთით.
3. 10 წუთის შემდეგ საიუველირო ნაკეთობები ნარევიდან ამოიღეთ და ქაღალდის პირსახოცზე დადეთ. სამკაულები ფრთხილად გაწმინდეთ კბილის ჯაგრისით. შემდეგ მათ წყალი გადაავლეთ და გააშრეთ.

ამისთვის თქვენ 20 წუთიც კი, არ დაგჭირდებათ, მბზინვარე სამკაულები კი, დიდი ხნის განმავლობაში გაგახარებენ!

ასევე დაგაინტერესებთ: 14 რჩევა მოდის მიმდევრებს… ამ ხრიკების შესახებ ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend