როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები? გაიგეთ თქვენს ნიშანზე უფრო მეტი!


ზოგჯერ ზოგი ადამიანი მზერითაც კი ღიზიანდება, როცა სხვა ასეთ რაღაცას ყურადღებასაც არ აქცევს. როგორც ჩანს, გაღიზიანების განსაზღვრა ზოდიაქოს ნიშნებითაც შეგვიძლია.

ვერძი შურისმაძიებელი არ გახლავთ. თუმცა მისი მომდევნო ქცევები განანებთ იმას, რაც ადრე ცუდად უთხარით ან გაუკეთეთ.მიუხედავად წარსულში გადატანილი კონფლიქტებისა, მას მარტივად შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობის გაგრძელება.

ქალწული, თხის რქა და კურო კი გაღიზიანების მაღალი დონით არ გამოირჩევიან. ისინი ყველა სიტუაციას ადეკვატური რეაქციით ხვდებიან. თუ მათ მაინცდამაინც რამე სერიოზული დაუშავეთ, კურო მორალის კითხვას შეუდგება, ქალწული ცივად მოგექცევათ, თხის რქა კი გაგაკრიტიკებთ. საბოლოოდ, სამივე მათგანს თქვენი პატიება შეუძლია.

ლომების გაბრაზება მარტივია, თუ მათ შრომას, ჭკუას, სილამაზეს, დიდსულოვნებას არ დააფასებთ. თუ ლომი გაბრაზდა, ის ისე მოიქცევა, თითქოს მისთვის არ არსებობT. მისი გულის მოსალბობად კი უბრალოდ ის უნდა შეაქოთ.

მერწყულს, სასწორს და ტყუპებს მალევე სწყინთ გული. ტყუპები ამ დროს გარბიან სახლიდან და ხმამაღლა აჯახუნებენ კარს, სასწორი განახვებთ იმას, თუ როგორ ატკინეთ მას გული. ისინი ბავშვურად მოიქცევიან მანამდე, სანამ პატიებას არ თხოვთ. მერწყული კი ზედმეტი ახსნების გარეშე მიგატოვებთ. მას საერთოდ არ აქვს დრო იმისთვის, რომ ის თქვენნაირ არარაობაზე დაკარგოს.

მშვილდოსანი ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშანია. ბოროტულად არ გამოიყენოთ მისი სიკეთე. მალე მოკვლის სანაცვლოდ, ისინი ტვინს ნელ-ნელა აგივსებენ მორალით და ეცდებიან სწორ გზაზე დაგაყენონ.

წყლის სტიქიის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი და თევზები კი ყველაზე მეტად ღიზიანდებიან. თევზები მალე გაპატიებენ შეცდომას, მაგრამ ამას დიდი ხანი ინანებთ. მორიელი აუცილებლად შურს იძიებს. ამიტომ მას უფრთხილდით.
ხოლო კირჩხიბთან ურთიერთობისას გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოთ დელიკატურები და მას არაფერი აწყენინოთ. ისინი იშვიათად პატიობენ.