როგორ ავიცილოთ გულის შეტევა? რჩევები, რომლებიც სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ


GULI2

იცით თუ არა რომ ნაადრევი სიკვდილის ერთ – ერთი გახშირებული მიზეზი გულის შეტევაა? ამას სტრესი, არაჯანსაღი კვება და ქრონიკული უძილობა იწვევს. სტატიაში გაეცნობით გულის შეტევის გავრცელებულ სიმპტომებს. რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

1. დაღლილობა
როდესაც არტერიები ვიწროვდება, გული გაცილებით ნაკლებ სისხლს იღებს, რაც სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აფერხებს. ამ პრობლემის პირველი ნიშანი მომატებული ძილიანობა და ზოგადი დაღლილობაა.

2. არითმიული სუნთქვა
თუ გულს არასაკმარისი სისხლი მიეწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ფილტვებს გაცილებით ნაკლები ჟანგბადი მიეწოდებათ. ორგანიზმის ეს ორი უმნიშვნელოვანესი სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია; ერთი მეორეს გარეშე სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ.

3. სისუსტე
თუ მთელ სხეულში სისუსტეს გრძნობთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენს არტერიებში სისხლის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. კუნთებს ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების საჭირო რაოდენობა აღარ მიეწოდება. თუ ფიზიკური დაღლილობის გარეშე ხშირად აღგენიშნებათ ზოგადი სისუსტე, დროა გულ – სისხლძარღვთა სისტემას უმკურნალოთ.

4. თავბრუსხვევა და ცივი ოფლი
ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება როდესაც ტვინს არასაკმარისი სისხლი მიეწოდება. თუ ხშირად გასხამთ ცივი ოფლი და თავბრუსხვევა აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

5. სიმძიმე გულის არეში
ეს გულის შეტევის ერთ – ერთი ყველაზე საგანგაშო სიგნალია. გულის არეში დისკომფორტისა და სიმძიმის შეგრძნების გახშირება სათანადო ყურადღების მიპყრობას მოითხოვს. სიმპტომის იგნორირებამ შესაძლოა დისკომფორტის და სიმძიმის შეგრძნება გააძლიეროს, რასაც არცთუ სახარბიელო შედეგამდე მივყავართ.

რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ვუმკურნალოთ ვენებს? ხალხური მეთოდები, რომელიც ბევრის თქმით ძალიან ეფექტურია!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend