როგორ აღვადგინოთ მანქანის დაზიანებული საქარე მინა სწრაფად და იაფად. მარტივი მეთოდი


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

მანქანის საქარე მინაზე პატარა ბზარი შესაძლოა, მთლიან მინას მოედოს. ვიდეოში ნაჩვენებია გზა, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს ყველაფერი.
პირველ რიგში, მინა სპირტიანი ნაჭრით გაწმინდეთ. უნდა იქონიოთ საქარე მინის შესაკეთებელი იარაღების კომპლექტი ( Windshield Repair Kit).

ბზარის ადგილი გაასუფთავეთ, რათა მასზე შუშის ნამტვრევები არ დარჩეს. იმ ადგილას დააკარით წებოვანი პლომბი. მოაშორეთ მას ზედა ნაწილიც და საყრდენი დააკარით მას. ფისის ტუბს თავი მოაჭერით და მისი ერთი მესამედი ჩაასხით დაზიანებულ ადგილას. საყრდენში ინჟექტორი ბოლომდე დაამაგრეთ და ამოწიეთ. ასე ამ ადგილას ვაკუუმი შეიქმნება. დატოვეთ ამ მდგომარეობაში 10 წუთის განმავლობაში.

10 წუთის შემდეგ, საყრდენიდან ინჟექტორი ამოიღეთ და თავიდან დაამაგრეთ. მისი დამჭერი შუამდე ჩაწიეთ და 20 წუთის განმავლობაში, ასე დატოვეთ.

დროის გასვლის შემდეგ, ინჟექტორი ამოიღეთ და უსაფრთხო სამართებლის გამოყენებით, მინიდან საყრდენი მოაშორეთ. ასევე, აიღეთ წებოვანი პლომბიც.
დარჩენილი ფისი მოაშორეთ და ბზარს ახალი ფისი დაასხით. დააკარით ბზარზე ფერადი ქაღალდი, მოასუფთავეთ ის სამართებლით.

15 წუთის შემდეგ, სამართებლით მოაშორეთ ფერადი ქაღალდი და წებო მინას და ნახავთ, რომ თქვენი საქარე მინდა ახალივით გამოიყურება.

loading...