როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება ბავშვს გულის გაჩერების ან დახრჩობის შემთხვევაში


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს გულის შეტევის ან დახრჩობის დროს? ყველაფერს ამ სტატიაში გაიგებთ. ბავშვებისთვის, 1 წლის ზემოთ გაეცანით ტექნიკის პროტოკოლს მცირეწლოვანთათვის, ხოლო მოზრდილების დახმარებისთვის, გაეცანით სრულწლოვანთა პროტოკოლს.

ამ ტექნიკის ცოდნა დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც:

ადამიანს გული უჩერდება ან სუნთქვას წყვეტს;

ბავშვებში: გადაცდენის დახჩობისა და სხვადასხვა რესპირატორული ინფექციების დროს;

სწრაფად მოქმედება გადამწყვეტია – რამდენიმეწუთიანმა გულის ან სუნთქვის გაჩერებამ შესაძლოა, ტვინის ქრონიკული დაზიანება გამოწვიოს.

ბავშვებში დახმარების აღმოსაჩენად:

შეამოწმეთ მისი სიფხიზლე – ნაზად შეანჯღრიეთ მცირეწლოვანი, დაიყვირეთ;

თუ პასუხი არ გაგცათ – დარეკეთ სასწრაფო სამსახურში. (დაიმახსოვრეთ: პატარა მარტო არ დატოვოთ)

მცირეწლოვანი ზურგზე დააწვინეთ;

თუ ბავშვი 1 წლისაც არ არის, 2 თითი დაადეთ მკერდის ძვალზე ( ზუსტად, ძუძუსთავების ქვეშ, თუმცა, არც ძალიან ქვემოთ);

1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაჯა დაადეთ მკერდის ძვალთან. მეორე ხელი ბავშვს შუბლზე დაადეთ და თავი უკან გადაუწიეთ;

დააწექით მკერდს ისე, რომ შეიკუმშოს და სანამ ის სრულად არ ამოიწევა, მეორეჯერ არ დააწვეთ;

სწრაფად შეასრულეთ 30 დაწოლა მკერდზე.

ბავშს ნიკაპი ჩამოუწიეთ, მეორე ხელით კი თავი უკან გადააწევინეთ;

დააკვირდით, სუნთქავს თუ არა ის, გული უცემს თუ არა.

მისი პირი და ცხვირი თქვენს პირში მოაქციეთ ( მოზარდების შემთხვევაში, მხოლოდ პირი და ნესტოებზე უჩქმიტეთ);

ჩაუტარეთ მას ხელოვნური სუნთქვა, 2-ჯერ. თითოეული მათგანი 1 წუთს წაიღებს და მკერდმა ამოწევა უნდ დაიწყოს.

ისევ 30-ჯერ დააწექით მკერდს და კვლავ ორჯერ ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ ამ 2 წუთის განმავლობაში, სასწრაფო დახმარება არ მოვიდა, დატოვეთ პატარა, დარეკეთ 112-ზე და უთხარით, რომ ბავშვს გული გაუჩერდა;

მოითხოვეთ ბრიგადა და თუ ბავშვმა სუნთქვა არ დაიწყო, კვლავ განაგრძეთ მისი დახმარება;

პულსის შემოწმებას აზრი არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ: პირველადი დახმარება თავის ტრავმის დროს. რა უნდა გავაკეთოთ სასწრაფოს მოსვლამდე?

loading...