რეცეპტები, რომლებიც პიკნიკისთვის ძალიან გამოგადგებათ. მარტივად და სწრაფად კეთდება


18331060-R3L8T8D-650-desu-mafini

ლორის რულეტი

ინგრედიენტები:

150 გრ. თხლად დაჭრილი ლორი;

200 გრ. ნაღების ყველი;

მჟავე კიტრი;

ჩხირები.

მომზადების წესი:

მჟავე კიტრი 4 ნაწილად გაყავით, ლორის ერთ ნაწილს ნაღების ყველი წაუსვით, კიტრი შიგნით ჩადეთ და რულეტის ფორმით შეახვიეთ და ჩხირით დაამაგრეთ.

ორაგულის რულეტი

ინგრედიენტები:

300 გრ. ნაკლებად ცხიმიანი ორაგული;

2 თხელი ლავაში;

250 გრ. ნაღების ყველი (მასკარპონე, ფილადეფია და სხვ.)

ოხრახუში;

კამა.

მომზადების წესი:

ნახევარ ლავაშზე ყველი თანაბრად წაუსვით, დააყარეთ დაქუცმაცებული მწვანილი და დაჭრილი ორაგული, შემდეგ შეახვიეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.

ქათმის სენდვიჩი

ინგრედიენტები:

2 ქათმის ფილე;

ჭვავის პურის 8 ნაჭერი;

80 გრ. ნაღების ყველი;

1-2 კიტრი;

მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

შემწვარი და დაქუცმაცებული ქათმის ფილე, ყველი, დაჭრილი კიტრი და მწვანილი თანაბრად გაანაწილეთ პურზე და პურის მეორე ნაჭერი ზემოდან დააფარეთ.

გამომცხვარი პომიდორი ყველით

ინგრედიენტები:

4 მრგვალდ დაჭრილი პომიდორი;

1/2 ჭიქა მდნარი ყველი;

1 ს/კ ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:

საცხობი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ჟარონაზე პომიდორი დაალაგეთ, ზემოდან დაადეთ ყველი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. პომიდორს ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით. ღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში გაჩერეთ.

პომიდორის და სოსისის მაფინი

ინგრედიენტები:

2 კვერცხი;

160 მლ. რძე;

150 გრ. ფქვილი;

1 ჩ/კ მშრალი ბაზილიკა;

რამდენიმე სოსისი;

6-8 პომიდორი.

მომზადების წესი:

მაფინის ფორმებს ნაღების კარაქი წაუსვით. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. რძე და კვერცხი ათქვიფეთ და ფქვილი დაამატეთ შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭრილი სოსისი ჩაყარეთ. ეს ნაზავი ფორმაში ჩაასხით. დარჩენილი პომიდორი და სოსისი ზევიდან მოაყარეთ. ღუმელში 20-25 წუთი გააჩერეთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend