რას გვეუბნება ჩვენი სისხლის ჯგუფი ჩვენზე? ჩემზე დაემთხვა…


რომელია თქვენი სისხლის ჯგუფი?

მაგალითად, ამერიკაში ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ის განხილვის საგნად იშვიათად თუ იქცევა. მაგრამ იაპონიაში საქმე სულ სხვანაირადაა. მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელები ჯარისკაცებს სისხლის ჯგუფით ირჩევდნენ. 1990 წელს იაპონურმა ავტონომიურმა ჯგუფმა „მიცუბიში“ მთელი თავისი ჯგუფი AB სისხლის ტიპის მქონე ადამიანებით დააკომპლექტა. დღესდღეობით კი იაპონურ საბავშვო ბაღებში სხვადასხვა სისხლის ჯგუფის მქონე ბავშვევს სხვადასხვა სასწავლო პროგრამით ასწავლიან ხოლმე. იაპონელებს სჯერათ, რომ სისხლის ჯგუფი ადამიანის პიროვნებაზე ბევრ რამეს გვეუბნება.

აი როგორია თქვენი პიროვნება სისხლის ჯგუფის მიხედვით:

სისხლის ჯგუფი A

სისხლის A ჯგუფის წარმომადგენლები არიან არაჩვეულებრივი მეგობრები. მათ არ გამოსდით ემოციების გამომჟღავნება. ამას კი ზოგჯერ ისინი დეპრესიამდე და მღელვარებამდე მიჰყავს. ამ ჯგუფის ადამიანი ხშირად შეგხვდებათ ბიბლიოთეკარების, ეკონომისტების, მწერლების, ბუღალტრების და ადვოკატების როლში. ისინი სიყვარულის მხრივ კარგად ეწყობიან AB ჯგუფის ადამიანებს.

სისხლის ჯგუფი B

ეს ადამიანები ექსტროვერტები არიან. მათაც უჭირთ ემოციების გამოხატვა და იშვიათად აყენებენ საკუთარ თავს პირველ ადგილას.

ამ ადამიანებს კარგად შეუძლიათ სხეულის ენის კითხვა. ამიტომ სისხლის ამ ჯგუფის პიროვნებები ხშირად ფსიქიატრები, დეტექტივები და ჟურნალისტები გამოდიან ხოლმე. სიყვარულის მხრივ ისინი კარგად ეწყობიან A და AB ჯგუფის ადამიანებს.

სისხლის ჯგუფი AB

ეს ყველაზე იშვიათი სისხლის ჯგუფია. ამ ჯგუფის ადამიანები რაციონალურები არიან. უყვართ დაგეგმვა და ორგანიზება. ისინი ხშირად გამოიმუშავებენ ადრენალინის ჰორმონს. ამიტომ არაჩვეულებრივად გამოსდით საზოგადოებასთან ურთიერთობა და ისინი ხშირად შეგხვდებიან საგანმანათლებლო პოზიციებზე.
სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, ის ყველა სისხლის ჯგუფს კარგად ეწყობა.

სისხლის ჯგუფი O

ეს ყველაზე გავრცელებული სისხლის ჯგუფია. ისინი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან. მათ ნაკლებად აინტერესებთ მეგობრები, რადგან ყოველთვის კონცენტრირებული არიან გააკეთონ პროგრესი. ისინი ხდებიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ბუღალტრები.

რეზუს უარყოფითი

ამერიკაში მოსახლეობის მხოლოდ 15 % გვხვდება რეზუს უარყოფითით.
თქვენ თუ მათ რაოდენობას მიეკუთვნებით, იცოდეთ, რომ გამორჩეული ადამიანი ხართ. მაგალითად, თქვენ მაღალი IQ გაქვთ. ასევე გახასიათებთ უცნაური ფობიებიც. თქვენ ყველა სისხლის ჯგუფის წარმომადგენელს კარგად უგებთ.