რას ამბობს პოზა რომელშიც შენ და შენს შეყვარებულს გძინავთ?ადამიანის ფსიქოლოგიის დეტალები


1

იცით თუ არა, რომ ძილის პოზიცია, რომელსაც ვირჩევთ განსაზღვრავს ჩვენი ხასიათის დეტალებს?ძილის დროს, ჩვენი ცნობიერი გონება უკანა პლანზე გადადის და ყველაფერს ქვეცნობიერი წარმართავს, ამიტომაც, პოზები, რომლებსაც პარტნიორთან ძილის დროს ვირჩევთ, ბევრ რამეს ამბობს ჩვენს ურთიერთობაზე… მიუხედავად იმისა, გვახსოვს თუ არა ისინი დილით.ამ მოსაზრებას უკვე ბევრი ფსიქოლოგი იზიარებს, მათ წიგნებიც კი გამოსცეს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეარჩიეს პარტნიორთან ერთად ძილის დროს ყველაზე გავრცელებული 10 პოზიცია.

შეყვარებული

კვლევების მიხედვით, ამ პოზაში პარტნიორების მხოლოდ 18 პროცენტს ძინავს, რომელიც გულისხმობს ერთი შეყვარებულის მიერ მეორეზე ზრუნვას. ეს პოზიცია პირდაპირ ამბობს: „მე შენ გენდობი“.

თავისუფალი შეყვარებული

ეს პოზა იმ წყვილებს მოსწონთ, რომლებსაც ძილის დროს ურჩევნიათ, ლოგინში თავისუფალი სივრცე დაიკავონ. თითქოს, ძალზედ შეყვარებული ადამიანი ამბობს, „ მე შენს ზურგს უკან ვარ, შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს“.

გამოდევნება

აქ ერთი პარტნიორი თითქოს მეორეს მისდევს. ერთმა საწოლზე ადგილი დაიკავა, მეორე კი მას „მისდევს“. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ადამიანს, რომელსაც მისდევენ, ეს სურს. ამას „არალეგალურ შეყვარებულობას“ უწოდებენ, რადგან მეორე ადამიანს სივრცე სურს.

გადახლართული 🙂

ეს საკმაოდ იშვიათი პოზიციაა. მას შეყვარებულები ძლიერი გრძნობების დროს, ან ურთიერთობის დასაწყისში ირჩევენ. ზოგიერთი წყვილი ამ პოზას მთელი ურთიერთობის განმავლობაში ინარჩუნებს და ეს არც ისე კარგია. ე.ი. ისინი ძალიან დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე, იმდენად, რომ ცალ-ცალკე ძილიც კი არ შეუძლიათ.

კვანძის გახსნა

ეს პოზიცია იწყება ჩახუტებით და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ იხსნება. სხვათა შორის, ის ბევრად ძლიერ ურთიერთობაზე მიუთითებს, ვიდრე წინა პოზა. ასე მხოლოდ წყვილების 8 პროცენტი იძინებს და ოქროს შუალედია სიახლოვესა და დამოუკიდებლობას შორის.

თავისუფალი შეყვარებულები

თუ თქვენ და თქვენს შეყვარებულს ერთმანეთთან ზურგშექცევით გძინავთ, არ შეგეშინდეთ, ეს კარგის ნიშანია! ამ პოზაში მძინარე შეყვარებულები დამოუკიდებლები არიან და თავს დაცულად გრძნობენ. ეს პოზიცია მიუთითებს, რომ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, ახლოს არიან, მაგრამ დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებენ. ამ პოზაში ადამიანების 27 პროცენტს ძინავს.

შეხება ზურგებით

ამ პოზაში ძილი კარგ ურთიერთობაზე მეტყველებს, თუმცა, ასევე, ცოტათი ამოუცნობია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთთან თავს კომფორტულად და ჰარმონიულად გრძნობენ. ეს გავრცელებული პოზაა ახალ შეყვარებულებს შორის, ანდაც, მათ შორის, ვისაც ურთიერთობა დაახლოებით, ერთი წელიწადია, რაც აქვთ.

მყუდროდ ძილი

ეს საყვარელი პოზიცია იმ ადამიანებისაა, რომლებსაც ურთიერთობა ახალი დაწყებული აქვთ, იშვიათად კი ისინი ირჩევენ, რომლებიც ურთიერთობის გადარჩენას ცდილობენ. ეს პოზა დაცულობის შეგრძნებას იწვევს. აქ ნდობის მაღალი ხარისხია. ის აძლიერებს მეგობრობისა და დაცულობის განცდას.

ჩახუტება ფეხებით

ეს ძლიერ ემოციურ კავშირზე მიუთითებს. ასევე, ორივე ადამიანს თითქოს, ერთმანეთი არ ჰყოფნის, ძილის დროსაც კი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ერთმანეთის ცხოვრებაში დიდი ადგილი გიკავიათ, ცხოვრობთ, როგორც წყვილი და არა როგორ ინდივიდუალური ადამიანები. ალბათ, ერთმანეთის წინადადებებს უთქმელად ამთავრებთ და ერთმანეთზე ძლიერ ზრუნავთ.

დიდი ადგილის დაკავება

როდესაც ერთი პარტნიორი გაშხლართულია ლოგინზე, მეორეს კი ძალიან პატარა ადგილი უჭირავს, ეს პირველის ეგოიზმზე მიუთითებს. მეორე პარტნიორი ურთიერთობაში არც ისეთი მნიშვნელოვანია, რაც ადამიანების უმრავლესობას სულაც არ მოსწონს. თუ ძილის დროს, წყვილის თავები ერთ დონეზეა, ე.ი. ისინი თანასწორები არიან და თუ ერთმანეთს ეხებიან, მთლად უკეთესი. ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთის აზრებს კითხულობენ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend