რა უნდა მიირთვათ ძილის წინ და რა არა? საკვები, რომელიც თქვენს ძილს განსაზღვრავს


vs_1437582538-630x295

ძილის ხარისხზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებენ. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი საკვებია.

სასარგებლო საკვები ძილის წინ

ტრიპტოფანით მდიდარი საკვები

ტრიპტოფანი ამინომჟავებით სავსე ნივთიერებაა და მისი დონე სეროტონინის (სიამოვნების ჰორმონი) დონესაც განსაზღვრავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძილის წინ ტრიფტოფანით სავსე საკვები მშვიდი ძილის გარანტიაა.

ტრიფტოფანით მდიდარი საკვებია: ინდაური, გოგრის თესლი, სოიოს მარცვალი.

ალუბალი – მის შემადგენლობაში მელატონინი ეს ძილის ჰორმონია. ამიტომ ძილის წინ 1 ჭიქა ალუბლის წვენი მალე დაძინებაში ძალიან დაგემხარებათ.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი: ავოკადო, მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული. ისინი დაძინებაში ხელს შეგიწყობთ.

უსარგებლო საკვები ძილის წინ

კოფეინი
დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ ძილის წინ ნუ მიირთმევთ, რადგან დაძინებაში ხელს შეგიშლით. ამიტომ მოერიდეთ ყავას, შოკოლადს, ენერგეტიკულ სასმელს და ჩაის.

ალკოჰოლი
ერთი ან ორი ჭიქა შავი ღვინო ძილს ხელს უწყობს, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი დაძინების პროცესს ართულებს. ამიტომ თუ უძილობა გაწუხებთ ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

ცხიმიანი საკვები

ძილზე ცუდად მოქმედებს: ჩიფსები, ნაყინი, შემწვარი საკვები. საქმე იმაშია, რომ ცხიმის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება და ასეთ შემთხვევაში იმის მაგივრად, რომ ორგანიზმმა დაისვენოს აქტიურად მუშაობს.

გირჩევთ ძილის წინ ეს პროდუქტები მიირთვათ:

უცხიმო რძე;

არაქისის კარაქი;

იოგურტი ბანანით ან კაკლით.

ერთ-ერთი მთავარი რამ რაც ძილის წინ ჭამისას უნდა გაითვალისწინოთ ეს პატარა ულუფებია.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend