რა მოსდის თქვენს ორგანიზმს, როცა თაფლისა და ლიმონის წყალს სვამთ?


ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია თაფლისა და ლიმონის უპირატესობების შესახებ. მათი მიქსი ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

თაფლის და ლიმონის კომბინაცია გვეხმარება ენერგიის აღდგენაში. ამის გარდა არსებობს უამრავი უპირატესობა, რასაც ეს სასმელი გვაძლევს.


თაფლიანი ლიმონის წყალი

ინგრედიენტები:

ორგანული თაფლი

ლიმონის წვენი

ადუღებული წყალი

მომზადება:

1) მოამზადეთ ადუღებული წყალი

2) ცოტა ხანი გააციეთ

3) დაამატეთ ლიმონის წვენი

4) შეურიეთ ორგანული თაფლი

5) დალიეთ ერთი ჭიქა ყოველ დილას.

აი რა შედეგს მიიღებთ:

1) გაციებისა და გრიპის წამალი

თაფლიანი ლიმონის წყალი გრიპისა და გაციების არაჩვეულებრივი მკურნალია. ეს სასმელი შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც იმუნურ სიტემას აუმჯობესებს.

აადუღეთ ლიტრ-ნახევარი წყალი, დაამატეთ კოჭას 2 ნაჭერი, 3 ს/კ ლიმონი და ამავე რაოდენობის თაფლი. გადაწურეთ ჩაი და ყოველდღე 3-4-ჯერ დალიეთ.

2) მონელების პრობლემები

ახალი ლიმონის წვენი ეხმარება ორგანიზმს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენაში. ასევე ის ორგანიზმს ავსებს B და C ვიტამინებით. ის ასევე ასუფთავებს სისხლს და ღვიძლს.
აავსეთ ჭიქა თბილი წყლით და დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და 2 ჩ/კ ლიმონის წვენი.

3) ჯანმრთელი კანი

თაფლს და ლიმონს ანტიბაქტერიული და ანტიანთებითი შესაძლებლობები აქვთ. ეს კანს ეხმარება იყოს გლუვი და ჯანსაღი. კანის პრობლემების დროს, როგორებიცაა აკნე ან მუწუკები, შეგიძლიათ თანაბარი რაოდენობით აურიოთ თაფლი და ლიმონი. მიღებული მასა კი სახეზე დაიტანეთ.

4) კურნავს ასთმას, ბრონქიტს და ხველას

თბილ წყალს დაუმატეთ 2 ჩ/კ ლიმონი და 1 ს/კ თაფლი. ეს მიქსტურა დღეში რამდენჯერმე დალიეთ. თაფლი ყელს წმენდს და კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.

5) წონის დარეგულირება

თაფლი ნატურალური ენერგიის გამზრდელია, ლიმონი კი – დაბალკალორიული. მათი კომბინაცია კი სიმსუქნის დამარცხებაში დაგეხმარებათ.

6) ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით ავსებენ

ლიმონი და თაფლი ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით ავსებენ, რომლებიც გარკვეული დაავადებების პრევენციაში გვეხმარება, როგორებიცაა: ალცჰაიმერი, დიაბეტი, გულის დაავადებები.