რა ხდება მაშინ, როდესაც არასაკმარისად გძინავთ? ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს!


1


დღევანდელ დროში გამოუძინებლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 1942 წელს რიგითი ადამიანი ძილში საშუალოდ 8 საათს ატარებდა, მაშინ, როდესაც თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ეს მაჩვენებელი 6,8-მდე დაეცა.

თუმცა, რეკომენდებული 7-9-მდე ძილია. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ამერიკელების 40% 7 საათზე ნაკლებ დროს ატარებს ძილში, ხოლო აშშ-ს 70 მილიონი მოქალაქე იტანჯება ძილის დარღვევებით. ყველა ჩვენგანმა იცის, როგორი მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასაკმარისმა ძილმა.

წარმოგიდგენთ რისკების ჩამონათვალს, რომლამდეც უძილობას ან ძილის დარღვევებს მივყავართ.

გაღიზიანებადობა

ებრაელმა მკვლევარებმა დაადგინეს,
რომ გამოუძინებლობის შემთხვევაში ირღვევა ემოციური სტაბილურობა, რასაც ადამიანი გაღიზიანებულობამდე მიჰყავს. ასეთ დროს ადამიანებს უჭირთ რაიმე საქმის ბოლომდე მიყვანა.

თავის ტკივილი

მართალია, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რითი არის დაკავშირებული ძილის დარღვევები თავის ტკივილთან, მაგრამ მედიკოსებმა ეს კავშირი უკვე საუკუნეზე მეტია, რაც დააგინეს. უძილო ღამეებმა ადამიანი შესაძლოა გამუდმებულ თავის ტკივილებამდე მიიყვანოს. როგორც აღმოჩნდა, 36-58% იმ ადამიანებისა, რომელთაც ძილის აპნოე, ანუ ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა ახასიათებთ (როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება), დილით ამოუხსნელი თავის ტკივილებით იღვიძებენ.

მეხსიერება

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის დროს საგრძნობლად ეცემა ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციონირება, რის გამოც ადამიანს უჭირს ახალი მასალის ათვისება.

წონის პრობლემა

ძილის უკმარისობა იწვევს წონის მატებას და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას მცირე რაოდენობით ლეპტინი (ჰორმონი, რომელიც ნაყროვანებაზეა პასუხისმგებელი) და გაცილებით დიდი რაოდენობით გრელინი (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას განაგებს). შედეგად, ადამიანს გამუდმებით შია.

marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend