რა იწვევს რძის ლაქებს და როგორ უნდა მოვიშოროთ ისინი? 11 ნატურალური საშუალება თქვენთვის


მილია ან რძის ლაქები არის წვრილი, თეთრი ლაქები, რომლებიც ძირითადად ცხვირისა და ლოყების ადგილებში ჩნდება.

ეს გვხვდება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა იწვევს რძის ლაქებსა და როგორ შეიძლება მათი მოშორება.



რა იწვევს რძის ლაქებს?

რძის ლაქები გამოწვეულია მაშინ, როცა ადამიანის კანში ნაპოვნი პროტეინით – კერატინით პატარა ეპიდერმული ცისტებია ამოვსებული.

მოზრდილებში კი რძის ლაქები ხშირად გამოწვეულია დამწვრობისგან თუ ბებერათი, სტეროიდიანი კრემითა და კანის მოვლის განმეორებადი უხარიხო პროცედურებით.

მათი მოშორება ოპერაციით შეგიძლიათ. თუმცა არა მარტო. არსებობს რამდენიმე ნატურალური გზაც.

1. ფენუგრიკის ფოთლები

ეს ფოთლები თავიანთი ანტისეპტიკური და ანტიოქსიდანტი თვისებებით არიან გამორჩეული. მრავალ კულტურაში ის აკნეს საწინააღმდეგოდაც გამოიყენება. აიღეთ ახალი ფენუგრიკის ფოთლები, დაფქვით და შეურიეთ ცოტაოდენი წყალი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილას და 15 წუთი გაიჩერეთ.

2. თაფლი

ორგანული თაფლი წაისვით პრობლემურ ადგილას. საუკეთესო შედეგისთვის ეს პროცედურა ყოველდღე 15-20 წუთით გაიმეორეთ.



3. შვრიის სკრაბი

აიღეთ 1 ს/კ გრანულირებული შაქარი და თაფლი, დაამატეთ 3 ს/კ შვრია. შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს. მიღებული სკრაბი ყოველდღე გამოიყენეთ.

4. შაქარი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი

აურიეთ 2 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. მიღებული სკრაბი სახეზე დაიტანეთ 20 წუთით.

5. სიმინდის ფქვილი და ვაშლის ძმარი

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთს, სანამ მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა კი სახეზე 25 წუთით გაიჩერეთ.

6. ბროწეულის კანი

შეწვით ბროწეული ქერქი იქამდე, სანამ ისინი ყავისფერი არ გახდებიან. შემდეგ დაჭყლიტეთ, რათა ფხვნილი მიიღოთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე 20 წუთით . კვირაში 3-ჯერ გაიმეორეთ.

7. ორთქლი

ყველაზე მარტივი მეთოდი ორთქლია. პირსახოცი ცხელ წყალში ამოავლეთ და გაწურეთ. სახეზე რამდენიმე წუთი გაიჩერეთ. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეორეთ.

8. ჩაის ხის ზეთი

მისი ყიდვა იაფად შეგიძლიათ. ის ანტიბაქტერიული საშუალებაა და ეფექტურად ებრძვის რძის ლაქებს. წაისვით ის სახეზე და გაიჩერეთ მთელი ღამით. მეორე დღეს კარგად ჩამოიბანეთ.

9. პომიდორი

შეიზილეთ პომიდორი რძის ლაქებზე. უბრალოდ პომიდორის ნაჭერს დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ასე შეიზილეთ ლაქაზე. ეს პროცედურა ერთი თვის განმავლობაში გაიმეორეთ.

10. თიხის ნიღაბი

ამის გაკეთება, სამწუხაროდ, სახლში არ შეგიძლიათ. სამაგიეროდ, სალონში შეგიძლიათ იაფად გაიკეთოთ. ის მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და შეამცირებს რძის ლაქების რაოდენობას.

11. კბილის პასტა

დარწმუნებულები ვართ, კბილი პასტა ყველა თქვენგანს ექნება სახლში. ის შეიცავს ფლუორიდებს, რომლებიც ებრძვის მილიას ყველა სიმპტომს. შეიზილეთ კბილის პასტა ლაქებზე. 25 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

იცოდეთ, რძის ლაქები ერთი ან ორი დღის შემდეგ არ მოგშორდებათ. შედეგს 1- 2 თვის შემდეგ ელოდეთ!

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!