რა გავლენას ახდენს თითების ტკაცუნი ჩვენს სახსრებზე? მეცნიერები ვარაუდობენ!


preview-6220860-1200x630-99-1472046805

კალიფორნიის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რა გავლენას ახდენს თითების ტკაცუნი სახსრებზე. ბევრი ადამიანი ამას ზიანის მომტანად მიიჩნევს. აი სინამდვილეში რა ხდება.

სახსარი ის ადგილია, სადაც 2 ძვალი ერთმანეთს უკავშირდება. აქ არის საერთო კაფსულა, რომელიც სითხით არის სავსე. როცა ჩვენ თითებს ვატკაცუნებთ, ძვლებს შორის ადგილი ფართოვდება. სახსრის წვენი არასაკმარისია ღრმულის შესავსებად, წნევა ეცემა და სითხეში ჰაერი იპარება. ხმა, რომელიც თითების ტკაცუნისას გვესმის, იმ ბუშტუკების შეღწევისას გამოიცემა.

მეორე სურათში ხედავთ სიცარიელეს, რომელიც სახსრის გაგრძელებას წარმოადგენს.

რადიოლოგმა რობერ ბოუტინმა და ქირურგმა რობერტ სზაბომ 40 სუბიექტის ტესტის ანალიზი შეადარეს. 30 მათგანს თითების ტკაცუნის ჩვევა ჰქონდა, 10 მათგანს კი ეს არასოდეს გაუკეთებია.

აღმოჩნდა, რომ გატკაცუნებისას სახსრების მოძრაობის ამპლიტუდა იზრდება , რაც მათი გახურების საშუალებაა. ეს არაჩვეულებრივი ტაქტიკაა სახსრების ტკივილის პრევენციისთვის. მეცნირები ფიქრობენ, რომ თითების გატკაცუნებას შეუძლია თავიდან აგვარიდოს ართრიტი, თითების შეშუპება.

მიუხედავად მეცნიერების ამ ვარაუდისა, თითების ხშირი ტკაცუნი შესაძლებელია ნევროზის სიმპტომი იყოს.