რა განსხვავებაა პარფიუმს, სუნამოს, ოდეკოლონსა და ტუალეტის წყალს შორის? საინტერესოა…


ბევრი ფიქრობს, რომ სუნამოს და ოდეკოლონს შორის სხვაობა მხოლოდ ბოთლის ზომასა და ფასშია. სახელწოდებები იმ არომატებს აღწერენ, რომლებიც შემავალი ზეთის კონცენტრაციით განსხვავდებიან.

Eau Fraiche —არომატის ყველაზე განზავებული ვარიანტი. როგორც წესი, პარფიუმერული ზეთის 1-3% გახსნილია სპირტში. დანარჩენი წყალია. არომატი საათზე ნაკლები გრძელდება.

ოდეკოლონი —ეს ძირითადად კაცის არომატია. ოდეკოლონის პარფიუმერული ზეთის შემადგენლობა 2-დან 4%-მდეა და გახსნილია სპირტში. დანარჩენი წყალია. არომატი გრძელდება 2 საათის განმავლობაში.

ტუალეტის წყალი – ჩვეულებრივი სპირტი, ზეთის 5 — 15% კონცენტრაციით.არომატი 3 საათი გრძელდება.

სუნამო – ტერმინი აღწერს, როგორც კაცების, ისე ქალების სუნამოებს. შეიცავს სუფთა პარფიუმერული ზეთის 15-20%ს. არომატი 8 საათამდე გრძელდება.

პარფიუმი – ყველაზე ძვირადღირებული საშუალებაა სხვა სუნამოებს შორის. ის შეიცავს პარფიუმერული ზეთის 20-30%-ს. მისი არომატი 24 საათი რჩება.