რა არის მშრალი გახეხვა და რა სარგებლობა მოაქვს მას დეტოქსიკაციის დროს?


გსურთ გამოცადოთ საკუთარ თავზე დეტოქსიკაციის ახალი მეთოდი? მე გთავაზობთ მშრალ გახეხვას. სახელის გაგონებისას ეჭვი შეიძლება შეგეპაროთ მის უპირატესობებში, მაგრამ დამერწმუნეთ ის ძალიან მაგარი რაღაცაა.


რატომ მშრალი ხეხვა?

ის არაჩვეულებრივია ცირკულაციის დროს: მშრალი ჯაგრისი სისხლის ცირკულაციას, რაც დეტოქსიკაციის პროცესს აუმჯობესებს.

ასტიმულირებს ლიმფატიურ სისტემას: ლიმფატიურ სისტემას ლიმფურ ორგანოებში გადააქვს მნიშვნელოვანი მოლეკულები, როგორებიცაა ვიტამინები. ეს ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში. ასევე ეს კარგია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

მიმდინარეობს კანის დეტოქსიკაცია: კანი უდიდესი ორგანოა. მშრალი კანის „დავარცხნა“ იწვევს მკვდარი უჯრედების მოშორებას.

• აუმჯობესებს თქვენს კანს: მკვდარი უჯრედების მოშორებასთან ერთად, იხსნება ფორები. ეს კი იწვევს კანის დარბილებას. ასევე ეს ხერხი დაგეხმარებათ ცელულიტის მოშორებაში.

• არაჩვეულებრივია სტრესის მოსახსნელად: სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებასთან ერთად, სტიმულირდება ნერვული დაბოლოებებიც. ეს ამცირებს სტრესს და არაჩვეულებრივი ნერვული სისტემისთვის.

როგორ გავიხეხოთ მშრალად?

• თქვენი კანი მშრალი უნდა იყოს.

• გულის მიმართულებით წრიული მოძრაობები საჭიროა.

• დაიწყეთ ფეხებიდან, გადაინაცვლეთ მკლავზე, მერე – ზურგზე და შემდეგ – მუცელზე.

• პროცესის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ შხაპი, რათა მოიშოროთ ის მკვდარი უჯრედები, რომლებიც პროცესის დროს გამოიყო.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!