ქლოროფიტუმი – მცენარე, რომელიც საოცრებებს სჩადის! ის აუცილებლად უნდა გქონდეთ!


ქლოროფიტუმს ნებისმიერ სახლში შეხვდებით. რის გამო დაიმსახურა ამ მცენარემ ამხელა ყურადღება?

ოთახის ქლოროფიტუმი

უამრავი ოთახის მცენარე სამკურნალო ძალებით გამოირჩევა. ჩემპიონი კი ზუსტადაც ქლოროფიტუმია. ადამიანის ჯანმრთელობაზე ის ყველაზე მეტად ახდენს ზეგავლენას.

მცენარე ასუფთავებს ჰაერს ზიანის მომტანი ბაქტერიებისგან, სხვადასხვა სიბინძურისგან ამიტომ ჟანგბადის რაოდენობა იზრდება.

დადასტურებულია, რომ ეს ჰაერის გამწმენდი მწვანე მცენარე კლავს მიკრობების 80 %-ს, შთანთქავს გაზს, აცეტონს, ამიაკს, ბენზოლს, აზოტს და ფორმალდეჰიდებს. გავრცელების რადიუსი კი მოზრდილი მცენარისთვის 2 კვადრატული მეტრია!

ნასას სპეციალისტებმა გადაწყვიტეს კიდეც ქლოროფიტუმის გამოყენება ორბიტულ სადგურებზე ჰაერის გაწმენდის მიზნით.

ქლოროფიტუმი აუცილებელია იყოს იმ ადამიანების სახლებში, რომლებსაც ალერგია ან ფილტვების დაავადებები აქვთ.