ყველაზე მოხუცი ბოდიბილდერი ქალი თავის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს! არაჩვეულებრივ ფორმაშია


ეს ქალბატონი ყველაზე დიდი ასაკის ბოდიბილდერია. ის უკვე 80 წლისაა, მაგრამ კვლავ იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატში. მისი სხეული 20 წლის გოგოს სხეულს მოგაგონებთ.

ერნესტინა სტეფარდი იხსენებს, რომ ის ახალგაზრდობაში სულ არ იყო ფიზიკური აქტივობებით დაკავებული. ვარჯიში მან 56 წლის ასაკში დაიწყო. 2010 წელს კი ის გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა, როგორც ყველაზე მოხუცი ბოდიბილდერი ქალი.

ეს ქალბატონი დღეს ღამის 3 საათზე იწყებს მედიტაციით. დილის რვა საათზე უკვე დარბის. დასაძინებლად კი საღამოს 10 საათამდე წვება.

ერნესტინა ცოცხალი მაგალითია იმის, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ასაკში ფორმაში ჩადგეს.