ქათმის მაფინები -ეს ჯერ არ გაგისინჯავთ! უგემრიელესია!


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ერთი შეხედვით ვერც კი გაიგებთ რისგან არის ეს ულამაზესი მაფინები დამზადებული, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ორიგინალური რეცეპტი დაგეხმარებათ გარშემომყოფები სასიამოვნოდ გააოცოთ.
მაფინების შიგთავსის უამრავი ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ: სოკო, მწვანილი, ბროკოლი, ქათმის ხორცი და ანანასი, შვრიის ბურღული და ა. შ. ნებისმიერი შემადგენლობის შერჩევით თქვენ მაინც უგემრიელეს მაფინებს მიიღებთ.

მაფინები ქათმის ხორცით და ყველით
» ინგრედიენტები:

•0,5 ჭ. რძე
•1 ჭ. გახეხილი ყველი (მაგარი ყველი)
•0,5 ჭ. წვრილად დაჭრილი ხახვი
•1 ჭ. მწვანე ბარდა და წვრილად დაჭრილი სტაფილო
•2 ც. კვერცხი
•0,5 ჭ. ფქვილი
•500 გ. ქათმის ფილე, მოხარშული და დაჭრილი
•1 ს/კ მცენარეული ცხიმი
•1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
•1 ჩ/კ მარილი
•შავი პილპილი გემოვნებით
•0,5 ჩ/კ კვლიავი

» მომზადება:

1. აურიეთ მოხარშული ქათმის ფილე და ბოსტნეული, დაამატეთ გახეხილი ყველი

2. აურიეთ რძე, გამაფხვიერებელი და კვერცხი, კარგად ათქვიფეთ.

3. კექსების ფორმას წაუსვით ცხიმი. ფორმის თითოეულ ნაწილში დაასხით ცოტაოდენი ცომი, ზემოდან მოათავსეთ, ქათმის და ბოსტნეულის მასა, შემდეგ კი კვლავ ცომი.

4. აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში და უგემრიელესი მაფინები მზადაა!

ამ ორიგინალური მაფინებით ნებისმიერ სუფრას დაამშვენებთ, აუცილებლად სცადეთ!

ასევე დაგაინტერესებთ: მოამზადეთ იდეალური საუზმე კვერცხით, რომელიც ყველას გააოცებს! თითებს ჩაიკვნეტთ!