ქალთა ინტეგრირებული ტურნირი “თანადგომა 2015” 21 ივლისიდან იწყება


800X540tanadg

21 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქალთა ინტეგრირებული ტურნირი ჩატარდება. ამ ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი და სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი „მომავალი“ ახორციელებენ.

ტურნირი ბილიარდში, პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში , ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთიში ტარდება.

ორგანიზატორთა თქმით, აღნიშნული ღონისძიება სპორტის პოპულარიზაციის, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა აქტივობის ამაღლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის ხელშეწყობას ემსახურება.

ტურნირში სულ 10 გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში 7 – 8 მონაწილეა, მათგან 2 შშმ მანდილოსანია.

სპორტულ ღონისძიებათა განრიგი:

სპორტის ოთხივე სახეობაში საერთო შედეგების შეჯამების შემდგომ გამოვლინდება ქალთა სპორტული ტურნირის „თანადგომა-2015“-ის აბსოლუტური გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები.

ღონისძიებაში მონაწილე და პარტნიორი ორგანიზაციები არიან:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებული
2. კასპის მუნიციპალიტეტი
3. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება
4. ღვთისშვილთა კავშირი
5. ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისათვის
6. ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
7. LIFE LINE
8. Alter-way
9. აურეს
10. ქალთა და მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და მომსახურების ცენტრი

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend