პოზა, რომელშიც გძინავს, ამხელს მნიშვნელოვან დეტალებს შენი ხასიათის შესახებ. საინტერესოა


1

იცოდით, რომ პოზა, რომელშიც გძინავთ, თქვენს ხასიათზე მეტყველებს? კვლევები ცხადჰყოფს, რომ ძილის პოზა და ასევე, ძილის ხანგრძლივობა გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე.

ემბრიონის პოზა

1000 გამოკითხული ადამიანიდან, 41 პროცენტი სწორედ ამ პოზაში ძილს ანიჭებს უპირატესობას და, სხვათაშორის, ქალებს უფრო ხშირად სძინავთ ასე, ვიდრე კაცებს.

თუ ამ პოზაში ძილი გიყვართ, ე.ი. გარეგნულად ძლიერი ჩანხართ, მაგრამ შინაგანად, რეალურად, ძალიან მგრძნობიარე ხართ და ხშირად უმნიშვნელო რამეებზეც კი ნერვიულობთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

გასწორებული მდგომარეობა

ადამიანთა 15% სწორედ ამ პოზაში ძილს ამჯობინებს, ისინი მხიარულები და მარტივი ადამიანები არიან, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანებთან კომუნიკაცია.

გვერდზე წოლა

ეს წინა პოზას ჰგავს, მაგრამ ადამიანებს, ძილის დროს, ხელებში რაიმე უჭირავთ, ბალიში, ფუმფულა სათამაშო ან რაიმე ასეთი.
მათ მხიარული და გახსნილი ხასიათი აქვთ, მაგრამ მასში ცინიზმიც ხშირად სჭარბობს. ისინი გადაწყვეტილებას რთულად იღებენ, მაგრამ თუ რაიმე გადაწყვიტეს, მას აღარ გადათქვამენ.

ჯარისკაცი

ამ პოზაში ადამიანების 8% იძინებს.

ისინი საკმაოდ რთული ადამიანები არიან, იგივე ინტროვერტები, რომლებიც საკუთარი თავის ჩაღრმავებისკენ ისწრაფვიან. ჯარისკაცის პოზის მოყვარულები საკუთარ თავებსაც და სხვებსაც მაღალ სტანდარტებს უყენებენ.

თავისუფალი პოზა

ამ პოზაში ადამიანების 5% პროცენტი იძინებს.

ისინი თითქოს და, მხიარულები და უდარდელები არიან, მაგრამ ხშირად, ამ ყველაფრის უკან, დიდი ტკივილი იმალება. ისინი რთულად ღებულობენ კრიტიკას და ექსტრემალურ სიტუაციას, ისევ და ისევ, თავიანთი მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარე, თავს არიდებენ.

პირაღმა წოლა

ამ პოზაშიც ადამიანების 5% იძინებს.

მათ მოსმენის ძალიან კარგი უნარი აქვთ და მეგობრებსაც იოლად იძენენ. ისინი დახმარების ხელს ყოველთვის გამოგიწვდიან, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვართ და ამასაც შექების გამო არ აკეთებენ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend