პოზა, რომელსაც ძილის დროს ვირჩევთ, გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე!!!


1

დაღლილობის, ძილის აპნოეს, თავის ტკივილის, გულძმარვისა და ზურგის ტკივილის სიმპტომების პროვოცირება შესაძლოა, მოახდინოს ძილის დროს, არასწორმა პოზიციამ.

ასევე, არსებობს პოზიციები, რომლებმაც შესაძლოა, პირიქით, ორგანიზმში ტკივილი შეამსუბუქოს.

ქვემოთ მოცემულია პოზები, რომლებიც აუარესებს ან ამცირებს ტკივილს.

ძილის 5 პოზიცია, რომელიც ტკივილის პროვოცირებას იწვევს:

1. პირქვე ძილმა შესაძლოა გამოიწვიოს კისრისა და ზურგის ტკივილი

მუცელზე ძილის დროს, თავს ბალიშზე გვერდულად ვდებთ, რაც კისრის ძლიერ დაჭიმვას იწვევს. ამ დროს, ზურგიც მთლიანად მოშვებულია, ამიტომ, შესაძლოა, ზურგის ძლიერი ტკივილები დაგვეწყოს.

2. პირაღმა ძილმა შესაძლოა, მხრების ტკივილი გამოიწვიოს

როდესაც პირაღმა ძილის დროს, ხელები თავქვეშ ან თავის გასწვრივ გიდევთ, მთლიანი დატვირთვა ზურგის ზედა მხარეს ემატება. შედეგად, მხრების ტკივილი იწყება. დაღლილობის შეგრძნებასაც სწორედ დაჭიმული მხრები იწვევს.

3. მარცხენა მხარეს ძილი, როდესაც ხელები დაჭიმულია, იწვევს კისრის, მკლავებისა და ზურგის ტკივილს

ამ პოზაში ძილის დროს, სისხლის მიმოქცევა იზღუდება და წნევა ნერვებს აწვება. სწორედ ეს იწვევს მხრებისა და მკლავების ტკივილს. ზურგი იმდენად მოდუნებულია, რომ იწყება მისი ზედა და ქვედა ნაწილების ტკივილი. ასევე, შესაძლოა დაზიანდეს კუჭი და ფილტვები.

4. მარჯვენა მხარეს ძილი იწვევს მხრების, მკლავებისა და ზურგის ტკივილს, ასევე, გულძმარვას

ამ პოზაში ძილის დროს, სიმჟავიანობის იმატებს. ასევე, ექიმები ფეხმძიმეებს ურჩევენ, ამ პოზიციაში ძილისგან თავი შეიკავონ, რადგან ამ დროს, ჩანასახთან სისხლის ნაკადის მიწოდება იზღუდება.

5. ემბრიონის პოზიცია იწვევს ზურგისა და კისრის ტკივილს

სწორედ მოხრილ მდგომარეობაში ძილი იწვევს ტკივილებს. ამ პოზიციაში ძილის დროს, შესაძლოა, გართულდეს სუნთქვა, ამიტომ საკმარისი ჟანგბადის ვერმიღების შემთხვევაში, დილით ორგანიზმი დაღლილი და მოდუნებული იქნება.

პოზიციები, რომლებიც ტკივილს შეგიმსუბუქებთ:

1. მარცხენა მხარეს ძილი, გაშლილი მკლავებით, ამცირებს ზურგისა და ხელის კუნთების ტკივილს

ამ პოზიციაში ძილი მტკივან კუნთებს შვებას ჰგვრის და ასევე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასე ძილის დროს, ადამიანები ნაკლებად ხვრინავენ.

2. ზურგზე წოლა, გაშლილი მკლავებით ამცირებს ზურგისა და კისრის ტკივილს

როდესაც პირაღმა გძინავთ, ზურგი დაჭიმულია. მკლავების გაშლა კი ამცირებს მხრების ტკივილს.

3. პირაღმა ძილის დროს, ფეხების ქვეშ პატარა ბალიშს თუ ამოიდებთ, ზურგის ტკივილი შეგიმსუბუქდებათ

ასე წოლა ხერხემლისთვის ძალიან კარგია. ასევე, შეგიძლიათ, დახვეული პატარა პირსახოცი დაიდოთ ზურგის ქვეშ.

4. მარცხენა გვერდზე ძილი, ფეხებშუა ბალიშით, ამცირებს ზურგის ტკივილს

ასე ზურგის დაძაბულობას მოისხნით. ამ პოზიციაში ძილის დროს, მკლავები არ გაჭიმოთ, თორემ მხრები და მკლავები დაგეჭიმებათ.

5. პირქვე წოლისას, მუცლის ქვეშ პატარა ბალიშს თუ ამოიდებთ, ზურგის შუა ნაწილის ტკივილი გაგივლით

პირქვე წოლამ შესაძლოა, კისრის დაჭიმვა გმოიწვიოს, თუმცა, თუ ზურგი გტკივათ, ამ პოზიციაში ძილი სცადეთ. თუ ზურგის ზედა ნაწილი დაგეჭიმებათ, პატარა ბალიშის გარეშე დაიძინეთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend