პოლიციელებმა მოხუცი უსუსური, მშიერი წყვილი იპოვეს! რაც შემდეგ მოხდა, გულს გაგითბობთ!


ეს ორი რომაელი პოლიციის ოფიცერი მოხუცი წყვილის საქმეზე იყო გამოძახებული. შემდეგ კი ყველაზე გულისამაჩუყებელი რაღაც მოხდა.

პოლიციაში ზარი შევიდა ოჯახური ძალადობის შესახებ. ვიღაცას შემოესმა ყვირილი და ტირილი. იფიქრა, გვერდითა მოხუც მეზობლებს სერიოზული ჩხუბი აქვთო. გამოიძახა პოლიციაც. მისულ ოფიცრებს საერთოდ სხვა სიტუაცია დახვდათ.

90 წლის მაიკლი და მისი 84 წლის ცოლი ჯოლი ახალ ამბებს უყურებდნენ. ნეგატიური ინფორმაციებისგან ისინი უნუგეშოები გახდნენ.

წყვილი, რომელიც უკვე 70 წელია ერთად არის, თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობს. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა გადაწყვიტა მათთვის მარტივი ვახშამი მოემზადებინა: მაკარონი კარაქთან და ყველთან ერთად. მეორე კი მათ ელაპარაკებოდა.

ლაპარაკის დროს, წყვილმა აღნიშნა, რომ თავიანთი ცხოვრებით ბედნიერები არიან, უბრალოდ ზოგჯერ ისინი ძალიან მარტოსულად გრძნობენ თავს.

ამის შემდეგ პოლიციელები მიხვდნენ, რომ მთავარი არა ოქმის გამოწერა, არამედ წყვილზე მზრუნველობა იყო.

ეს ამბავი ინტერნეტში მალე გავრცელდა. გამოჩნდა ბევრი მოხალისეც, რომლებსაც ამ წყვილთან მეზობლობა სურთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend