პოგბა მანჩესტერი ფანებს „აგიჟებს“


არ წყდება სპეკულაციები პოლ პოგბას „მანჩესტერში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირაა, რაც მედია ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს, თუმცა, ყველაზე ხშირად გაჟღერებული ინფორმაციით, კლუბები 110 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

ამ დროს, პოგბა, რომელიც შვებულებაშია, სოციალურ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც დაგვიანებული რეისის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ არაფერზე ფიქრობს ფეხბურთის გარდა.

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში „მანჩესტერის“ ფანების აფორიაქება გამოიწვია, მათი ნაწილი თვლიდამ რომ თვითმფრინავი მანჩესტერში მიფრინავდა, ნაწილი კი ფოტოს „შავ-თეთრობაზე“ ამახვილებდა ყურადღებას.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend