7 ნოემბერს ფილარმონიასთან სელფი რეკორდი დამყარდება, გახდი გინესის რეკორდის მონაწილე!


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

სელფის გადაღება რომ ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ჩვევაა, ამაზე აღარავინ დაობს, მაგრამ ცოტა თუ წარმოიდგენდა რომ ამ მანკიერ ჩვევას ჩვენი მსოფლიო რეკორდსმენად ქცევა შეუძლია.

პირველად საქართველოში, 7 ნოემბერს, ფილარმონიის დიდებულ დარბაზთან მთელი საქართველოს სელფომანები მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდებიან. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სელფი ჯაჭვისთვის 750-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იქნება საჭირო.
მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარია ამ ივენთზე კურსორის მარტივი მოძრაობით “going” მისცეთ.

გარდა მსოფლიო რეკორდებში წიგნში ჩაწერისა, ორგნიზატორები ადგილზე სურპრიზებს და მხიარულებას გვპირდებიან. ყველაზე ორიგინალური სელფის ავტორი ლენოვოს უახლესი სმარტფონით – VIBE SHOT-ით დაჯილდოვდება.

ყველა სელფომანს და არამხოლოდ, გელოდებით ფირლამონიასთან, 11:30-დან! ერთმა მომღიმარმა სელფიმ შენ მსოფლიო რეკორდსმენად შეიძლება გაქციოს!

რეკორდის დამყარებას აღიარებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია, შესაბამისად თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი ნიშნად იმისა, რომ მან ნამდვილად ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რეკორდის დამყარებაში.

loading...