ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ ხედავთ თქვენს ცხოვრებას? პასუხი ათ მთავარ კითხვაზე


preview-1200x628-99-1436856987

ეს უბრალო ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ ხედავთ თქვენს ცხოვრებას. აქ მთავარია, რომ მთლიანად ამ ტესტზე კონცენტრირდეთ და რაც შეიძლება სწრაფად უპასუხოთ კითხვებს.

წარმოიდგინეთ, რომ გზაზე დგახართ. როგორია ეს გზა? (მაგისტრალი, ბილიკი, სოფლის გზა და ა.შ.);

სადაა ამ დროს მზე? (ანუ დღის რა მოანკვეთია);

ამ გზაზე მიდიხართ და უეცრად თქვენს წინ ღობე ჩნდება. როგორია ეს ღობე? (ხის, ქვის, რკინის და ა.შ.);

როგორ აპირებთ მის გადაკვეთას?

ღობე გადაკვეთეთ წინ კი ტყე გამოჩნდა. როგორია ტყე? (ნათელი, ბნელი, ზღაპრული და ა.შ.);

ტყესთან ახლოს მიდიხართ და ვიწრო ბილიკს ხედავთ, სადაც გასაღებია. როგორია ის? რას უპირებთ გასაღებს? (აიღებთ, გვერდს აუვლით, დაკიდებთ ხეზე და ა.შ.);

გადიხართ ტყიდან და წყალს ხედავთ. როგორი წყალია? რას გააკეთებთ იქ? (წყალში შეხვალთ, ნაპირზე დაჯდებით და ა.შ.);

წყლის იქით კი თქვენი ოცნების სახლს ხედავთ, საიდანაც საოცნებო კაცი (ქალი) გამოდის სახლში გეპატიჟებათ და სამუდამოდ იქ დარჩენას გთხოვთ. რას იზამთ?

სახლის იქით ისევ გზაა. როგორი? შემდეგი დაბრკოლება გხვდებათ, როგორია ის? ( სხვა თუ იგივე რაც დასაწყისში). სადაა ამ დროს მზე?

ტესტის ახსნა:

გზა – თუ გზა მაგისტრალია ეს თქვენს აქტიური ცხოვრების წესზე მეტყველებს. თქვენ დროს უთმობთ სამსახურსაც და განტვირთვასაც. თუ სოფლის გზას ხედავთ მაშინ მშვიდი ცხოვრება გაქვთ და სიტუაციებს მუდამ აკონტროლებთ. თუ ქვებიან ბილიკზე დგახართ ესე იგი რაღაც დიდი ხანია გაწუხებთ და არ გაკმაყოფილებთ.

მზე – თუ მზე ამოდის მიზნის მიღწევის გზაზე დგახართ. თუ ამოსულია თქვენ ცხოვრების მთავარი მიზნის მიღწევის პროცესში ხართ, ხოლო თუ ჩადის ცხოვრების ყველა მიზანი მიღწეულია.

ღობე – ეს დაბრკოლებაა. თუ ღობეზე გადახვალთ ესე იგი ცხოვრებისეულ პრობლემებს ადვილად ჭრით. თუ შეამტვრევთ ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი ადამიანი ხართ და გადაწყვეტილებებს ელვის სისწრაფით იღებთ და ცვლით.

ტყე – ეს თქვენი შინაგანი სამყაროა. რაც უფრო ნათელია მით უფრო მშვიდი სულიერი მდგომარეობა გაქვთ. თუ ბნელია – რაციონალური პიროვნება ხართ და კარგად იცით ცხოვრებისგან რა გინდათ.

გასაღები – ეს თქვენი ბედნიერებაა. რაც უფრო ცოტა გასაღებს ხედავთ მით უფრო გაწონასწორებული და ბედნიერი ადამიანი ხართ, ხოლო თუ ბევრს ხედავთ მით უფრო დიდ ყურადღებას აქცევით მატერიალურ კეთილდღეობას. თუ აიღებთ ეს იმას ნიშნავს, რომ შანს არასდროს უშვებთ ხელიდან. თუ ხეზე დაკიდებთ ან გვერდს აუვლით მაშინ ხშირად უშვებთ შანსს ხელიდან.

წყალი – თქვენი გრძნობები. რაც უფრო ღრმაა წყალი მით უფრო დიდია თქვენი გრძნობები. თუ ეს მშვიდი ტბაა თქვენ და თქვენი რჩეული გაწონასწორებული ადამიანები ხართ. თუ ჩანჩქერი ან სწრაფი დინებაა თქვენ გამუდმებით გჭირდებათ საყვარელი ადამიანისგან ყურადღება და დაფასება.

თუ წყალთან დაჯდებით თქვენ საყვარელი ადამიანის არსებობაც გაკმაყოფილებთ. თუ წყალში შეხვალთ ესე იგი გამუდმებით ყურადღებას ითხოვთ.

თუ სახლში შეხვალთ – ეს თქვენს აზარტზე მეტყველებს, იქ დარჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ სპონტანურობა გახასიათებთ და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ.

გზა სახლის შემდეგ – თქვენი მომავალი გზაა. თუ ძველი გარემოებები დარჩა ცხოვრებისეულ გაკვეთილებიდან ვერაფერს სწავლობთ. მზე კი იმაზე მეტყველებს რამდენად მოგყავთ რეალობაში თქვენი გეგმები.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend