ფრთხილად ქალბატონებო, თქვენ “დეშელი” გყვლეფთ და თვითმკვლელობამდე მიყავხართ.. წაიკითხეთ!




ამ წერილის მიხედვით, საქართველოში არსებული ერთ–ერთი კოსმეტიკური ფირმა “დეშელი”, არასწორ მარკეტინგულ ხაზს ატარებს, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილი ზიანდება. ჩვენ ამ წერილს გთავაზობთ.

2015 წლის 20 სექტემბერი, ამმა ციმერმანი:
“მინდა თქვენი ყურადღება ერთი სერიოზული პრობლემისკენ მივმართო. მადლობელი დაგრჩებით თუ ამ პრობლემას ყურადღების მიღმა არ დატოვებთ, რადგან ის არა მარტო ჩემი, არამედ მრავალი, ისედაც ‘ხელმოკლედ მცხოვრებ ქალბატონს სერიოზულ პრობლემად ექცა. ამ გაჭირვებულ და დაქცეულ საქართველოში არსებობს კოსმეტიკური ფირმა “დეშელი”, სადაც ქალბატონებს იწვევენ ვითომდა ეგრეთწოდებულ “უფასო” აქციაზე და იქიდან 1000 დან 3000-მდე (ლარი თუ დოლარი), ბანკში აკიდებული ვალებით უშვებენ. მოგეხსენებათ, ასეთი “ფეშენ” ადგილები უბრალო ხალხისთვის უცნობია, მითუმეტეს, რომ მისი რეკლამირება არცერთი ტელევიზიით არ ხდება. მრავალჯერადი მოწვევის შემდეგ ფიქრობ, რომ იქნებ შენც ცხოვრებაში ერთხელ გაგიმართლა და უფასოდ ვინმემ გაიმეტა რამე. მიდიხარ სრულიად გაუთვითცნობირებული, გხვდებიან გაღიმებული ადამიანები, გიწვევენ ოთახში და იწყება… იწყება ფსიქოლოგიური ტერორი. ერთმანეთს ცვლიან კონსულტანტი ,მენეჯერი, რომლებიც გაუთავებლად გაყრიან თავს ინფორმაციას, თავიანთი პროდუქციის შესაძლებლობაზე. არ ეპუებიან იმ აზრს , რომ შენთვის ასეთი ძვირიანი პროდუქცია ხელმისაწვდომი არაა. შემდეგ გაყავხარ სხვა ოთახში, სადაც ხდება შენი კანის დიაგნოსტიკა. ადგენენ კანის კატასტროფულ მდგომარეობას… გაბრუნებენ უკან ოთახში და ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება… ვერ ასწრებ ამდენი ინფორმაციის გადახარშვა- გაანალიზებას, გაბრუებული და დაღლილი შეყავხართ ოთახში, სადაც ყველა ბანკის თანამშრომელია და იწყება სესხის გაფორმება. ერთადერთი იმედი გრჩება – იქნებ ჩემთვის შეძლებისდაგვარად მორგებული პაკეტი შემირჩიესო – ესეც ფარსია. ფურცელი ფურცელს ცვლის, ხელმოწერა – ხელმოწერას, უკვე არეული გაქვს ციფრებიც… როგორც იქნა, გამოგიშვეს და, როდესაც სახლში ბრუნდები, ისვენებ და ხელშეკრულებაში ცოტა გააზრებულად იხედები, სწორედ მაშინ იწყებნა ნამდვილი შოკი – ხედავ, რომ ყელამდე ვალში ხარ დაუკან დასახევი ყველანაირი გზა მოჭრილია. “აგრესიული მარკეტინგი” – ასეთ განმარტება მიეცა თქვენს ტელევიზიაში ერთ-ერთ გადაცემაში. არ გაქვს საშუალება, დაიქირავო ადვოკატი, იჩივლო მიყენებული ფიზიკური თუ მორალური ზიანისათვის. ასკდები ნერვებს და ხდები უფრო ღარიბი, ვიდრე კომპანიაში მისვლამდე იყავი. ეყოფა ვინმეს ძალა, ისაუბროს ამ პრობლემაზე? გაუჩნდებათ სურვილი ადამიანის უფლედამცველ ორგანიზაციებს, ან მთავრობის წარმომადგენლებს, დახმარება გაუწიონ ამ მსხვერპლადქცეულ ადამიანებს. ეს პრობლემა არსებობს და მრავალი ადამიანის ტრაგედიაა. მათ დახმარება ნამდვილად სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოში ასეთი აგრესიული მარკეტინგის გამო არავის ცხოვრება აღარ გამწარდეს. თუ დაინტერესდებით, შემეხმიანეთ, თქვენ უფრო მეტს გაიგებთ და ბევრად მეტ ადამიანს გაუწევთ დახმარებას, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მადლობა წინასწარ (ეს ინკოგნიტო წერილი რისთვისაც დამჭირდა, აუცილებლად გაიგებთ და რასაც გეტყვით, იმაზე მეტად სკანდალურია, რაც ზემოთ დავწერე)…”

ასევე დაგაინტერესებთ: მან წაისვა კოსმეტიკა სახის ნახევარ მხარეს და სრულიად გარდაიქმნა… ეს მაკიაჟის ძალაა !

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend