ის ავადმყოფ მშობლებს ფოტოებს სიცოცხლის ბოლომდე უღებდა. კადრები მძიმე ისტორიიდან


roditeli-boryutsya-s-rakom-foto-Nensi-Borouik-14

ეს ისტორია ფოტოგრაფ ნენსი ბოროუიკის მშობლებს გადახდათ, რომლებიც კიბოთი დაავადდნენ. მას შემდეგ ცოლ-ქმარი და მათი ქალიშვილი ავადმყოფობის დასამარცხებლად ერთად იბრძოდნენ.

34 წლის წინ დაქორწინებული ცოლ-ქმარი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ექიმები მეოთხე სტადიის კიბოს ორივეს ერთად დაუდგენდნენ.

კაცს პანკრეასის კიბო აღმოაჩნდა, ქალს კი მკერდის.

ფოტოგრაფი ქალიშვილი მთელი ავადმყოფობის განმავლობაში მშობლების ყველა პროცედურას აფიქსირებდა.

ჰოუი და ლორენი ერთმანეთს არცერთი წუთით არ ტოვებდნენ. ცოლ-ქმარი გამუდმებით ზრუნავდა ერთმანეთზე. ცდილობდნენ ერთმანეთი გაემხიარულებინათ.

ეს ფოტო იმ მომენტს აღბეჭდავს, როდესაც ექიმმა მათ შატყობინა, რომ დაავადების განკურნება უკვე შეუძლებელი იყო.

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ისინი საკუთარი შვილის ქორწილს დაესწრნენ. მამამ საყვარელი ქალიშვილი საკურთხევლამდე მიაცილა.

ქორწილის შემდეგ ჰოუი მალევე გარდაიცვალა. ცოლმა კი დაავადება დაამარცხა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend