ფერიმჭამელების მოსაშორებელი ნიღაბი: პირველი პროცედურის შემდეგ 100 %-იან შედეგს ნახავთ


0.

ფერიმჭამელების მოსაშორებელი უნივერსალური ნიღბის დამზადება ძალიან ადვილია, ამისთვის შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

1 ს/კ უცხიმო რძე;

1 ს/კ საჭმელი ჟელატინი;

1 ტაბლეტი ნახშირი.

მომზადების წესი:

ნახშირი დაფშვენით და შეურიეთ ჟელატინი. დაამატეთ თბილი რძე და კარგად აურიეთ ერთმანეთში, მიღებული ნაზავი მიკროტალღოვან ღუმელში 15-20 წამით გააჩერეთ.

მიღების წესი:

როდესაც გამზადდება აცადეთ, რომ გაცივდეს, შემდეგ ფუნჯით იმ ადგილებზე წაისვით, სადაც ფერიმჭამელები გაქვთ. გირჩევთ ნაზავის სქელი ფენა წაისვათ, ასე მოშორება უფრო გაგიადვილდებათ. წასმული ნაზავი 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სახეზე, როცა ნიღაბი კარგად გაშრება ხელის სწრაფი მოძრაობით მოიცილეთ.

პროცედურის წინ აუცილებლად დაიორთქლეთ სახე, რათა ფორები გაიხსნას.

ერთადერთი მინუსი რაც ამ პროცედურას აქვს არის ის, რომ მოშორების დროს მტკივნეულია.

გაითვალისწინეთ: ამ პროცედურის ჩატარება არ შეიძლება თუ:

ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ;

სახეზე სისხლძარღვები ჩანს (კუპეროზი გაწუხებთ).

ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოში აღიარებული სახის მასაჟი. სავარჯიშოები, რომლებიც 10 წლით გაგაახალგაზრდავებთ

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend