პატარა სოფელი პოლონეთში… მსოფლიოში პირველი ფერადი სოფელი – ჰარმონიული ცხოვრებისათვის!


00000

პოლონეთში არის პატარა სოფელი, რომელშიც მხოლოდ 743 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელი ცნობილია თავისი ფერადი სახლებით.

გირლანდებითა და მცენარეებით ყველა სახლია მოხატული.

ისინი სახლების თეთრ ფასადზეა დახატული.

ამ ფარდულის მსგავსად,ბოლო დროს აშენებულმა ზოგიერთმა სახლმა დიზაინი ოდნავ შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ეს ნახატები არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ადგილობრივ მხატვარს.

ხელოვნების ნიმუშები სოფელში მცხოვრები ქალების დამსახურებაა.

ისინი პროფესიონალი მხატვრები არ არიან და ცნობილი არ არის, ტრადიციას საფუძველი რის გამო ჩაეყარა.

მაგრამ ვიცით, რომ ტრადიცია აღმოცენდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც ბევრი ოჯახი აახლებდა სახლს ახალი ღუმელების დაყენებით, რომელთაც პატარა საკვამურები ჰქონდა.

თუმცა, ახალი ღუმელები სახლს უკეთ ათბობდა, მური და ჭვარტლი კედლებზე გროვდებოდა, რაც სოფლის მცხოვრებთათვის ნამდვილი ტანჯვის დასაწყისი აღმოჩნდა.

რადგან კედლებიდან მური არაფრით შორდებოდა, მათი შეთეთრება ძალიან მოდური გახდა.

რათა გაექარვებინათ თეთრი კედლების მონოტონურობა და შავი ლაქები, რომლებიც თეთრ საღებავში მაინც აღწევდა, ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ყვავილებით მოხატვა დაეწყოთ.

ყოველ წელს, ყველაზე ლამაზად მოხატული სახლი იღებს ქალაქის დღესასწაულში მონაწილეობას.

სოფლის ყველაზე ცნობილი მხატვარი ქალი იყო ფელისია კურილოვა (1904-1974).

მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი სამი საცხოვრებელი ოთახი, ყველაზე მეტად დამშვენებული ორნამენტებით, დაცულ მუზეუმად იქცა.

სოფლის ამ ძალიან ლამაზი ტრადიციის შესახებ დანარჩენი მსოფლიოსთვის ცნობილი 1905 წლამდე არ იყო.

ამ საქმიანობით აღფრთოვანებულმა სხვა სოფლებმაც მიბაძეს მსოფლიოში პირველ ფერად სოფელს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend