ორსულობისას მას მკერდის კიბო დაუდგინდა. ექიმებმა ქალს აბორტი ურჩიეს. აი მან რა გააკეთა


thumb-600x315

ამერიკელი ფოტოგრაფი ქეით მიურეი ემოციური ფოტოების გადაღებითაა ცნობილი. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი ახალგაზრდა სიმსივნით დაავადებული ქალის ფოტოებია, რომელიც საკუთარ შვილს აჭმევს. ფოტოგრაფის თქმით ეს ფოტოები ნამდვილ სიყვარულს და სილამაზეს აღბეჭდავს.

“როდესაც ქალი შვილს აჭმევს ეს ყველაზე წმინდა რამაა. როგორც ფოტოზე ხედავთ ქალს ოპერაცია აქვს გაკეთებული და მისთვის არც თუ ისე ადვილია შვილის გამოკვება, მაგრამ არ ნებდება და შვილისთვის ყველაფერს აკეთებს. ამ ძლიერი ქალის გაცნობა ჩემთვის დიდი პატივი იყო.” – აღნიშნა ფოტოგრაფმა.

ფოტოზე აღბეჭდილი პატარას დედას ორსულობის შუა პერიოდში მესამე სტადიის მკერდის კიბო დადუგინეს. ჩვეულებრივ ასეთ დროს ექიმები რისკის შემცირების მიზნით ქალებს ურჩევენ, რომ აბორტი გაიკეთონ, მაგრამ ამ ქალმა შვილს და საკუთარ თავსაც შანსი მისცა და აბორტზე უარი თქვა. ფეხმძიმობისას მას ერთი ძუძუს მოკვეთა და ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის კურსის გავლა დასჭირდა.

ეს ქალი სიძლიერის სიმბოლოა, იმ სიძლიერის, რომელსაც საკუთარი შვილი გმატებს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend