ორქიდეას გამრავლების საიდუმლო: როგორ გამოვიყვანოთ ერთი ცალისგან უამრავი


ორქიდეა-ბევრი ადამიანის საყვარელი ყვავილია. მიუხედავად იმისა, რომ ორქიდეა სახლის პირობებში განსაკუთრებული მოვლის გარეშეც იზრდება, მაინც მომთხოვნი მცენარეა და ყურადღებას საჭიროებს. მოგეხსენებათ ეს მშვენიერი ყვავილი არც ისე ხელმისაწვდომი ფასი ღირს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ორქიდეის გამრავლების მეთოდებს, რათა მთელი ორანჟერეა გაალამაზოთ.

როგორ გადავრგოთ ორქიდეა

როგორ გავაუმჯობესოთ ფესვის სიგრძე

1.იყიდეთ ტორფის ხავსები (სფაგნუმი) რომელიც ძალიან იაფი ღირს და ხელმისაწვდომია მებაღეობის და მეყვავილეობის სპეციალურ მაღაზიებში. დაასველეთ ის წყალში.
2.ხავსისგან გააკეთეთ ბურთი.
3.ძაფის დახმარებით მიაბით ის ორქიდეის მთავარ ღერს.

4.შეფუთეთ ხავსი რიამე თხელი ფენით
6.ყოველდღიურად მოხსენით 1 საათის განმავლობაში, დაასველეთ ხავსი და კვლავ შეფუთეთ. 9-11 დღის განმავლობაში ღერზე გაჩნდება პატარა გამონაზარდები. გადარგავთ მათ და შედეგად გამრვალებულ ორქიდეებს მიიღებთ.

დამყნობა

1.ორქიდეას, რომელიც უკვე გაიფურჩქნა მოაჭერით ღერი, ჩაჭერით დაახლოებით 1 სანტიმეტრზე , მოაჭრრით კალმები 10-12 სანტიმეტრის სიგრძის.
2.ჩარგეთ კალმები სპეციალურ ქოთანში, ძირში ჩაყარეთ ცოტაოდენი ქვიშა და დააფინეთ ხავსი. კალმები უნდა იყოს მინიმუმ 3 სანტიმეტრიანი დაშორებით. გადააფარეთ ქოთანს თხელი ფენა.
3.მოხსენით ზედა ფენა დღეში 2-ჯერ 20-25 წუთის განმავლობაში, დაასველეთ. საჭიროა ცვალებადი ტემპერატურა, ღამით 4 გრადუსამდე დაცემით. დაახლოებით 4 თვის შემდეგ გადარგეთ მცენარეები სხვა და სხვა ქოთანში.

გაიზიარეთ ჩვენი რჩევები და დატკბით ორქიდეების სილამაზით!

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავზარდოთ ლიმონი სახლის პირობებში? მარტივი რჩევები გამოცდილი მებაღეებისგან!