ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული საცხი. ხელის კანი გლუვი და ხავერდოვანი ხდება


xe

ხელის კანი სხვადასხვა ფაქტორის გამო ზიანდება. ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და საყოფაცხოვრებო ქიმიკატები კანს აზიანებს და ნაადრევად აბერებს. კანზე უარყოფით გავლენას ასევე ხისტი და ქლორირებული წყალი ახდენს.

განსაკუთრებით უსიამოვნოა ხელზე წარმოქმნილი ნახეთქები და კანის დაჭიმულობით გამოწვეული ტკივილი.

კანის ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად საკმარისია მარტივად მოსამზადებელი საცხის გამოყენება.

1 ლიტრ თბილ წყალში ვხსნით 2 სუფრის კოვზ მარილს. მარილიან წყალში ხელებს 10 წუთის განმავლობაში ვაჩერებთ, ხელებს ვიმშრალებთ და საცხს ვისვამთ.

საცხის მომზადების წესი: ერთმანეთში კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ზეთი შეურიეთ. მიღებული სითხე ხელებზე წაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ. დროის გავლის შემდეგ, საცხი თბილი წყლით მოიცილეთ.

სასურველ შედეგს 3 – 4 პროცედურის შემდეგ მიიღებთ. ხელის კანი გლუვი და ხავერდოვანი გახდება.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend