ნაოჭების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი ნიღაბი. მისი მომზადება ძალიან მარტივია


li

ამ ნიღაბის რეცეპტი 75 წლის მკითხველმა მოგვაწოდა. ქალბატონი შესაშურად გამოიყურება და შესაბამისად, გვაქვს საფუძველი, რომ საკუთარ თავზე გამოვცადოთ მისი სასწაულმოქმედი ნიღაბი.

მით უმეტეს, რომ რეცეპტი ძალიან მარტივია და ყველასთვის ხელმისაწვდომი:

აიღეთ 100 გრ ცხიმიანი არაჟანი. რაც უფრო ცხიმიანი იქნება, მით უკეთესი. საუკეთესოა სოფლის. არაჟანში გახსენით ერთი კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაყი ან ოდეკოლონი (არაყი აჯობებს, რადგან ოდეკოლონს მძაფრი სუნი აქვს). ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და ჩაახეხეთ ერთი ზომიერი კიტრი (კიტრის გარეშეც შეგიძლიათ). ყველაფერი კარგად აურიეთ.

მიღებული მასა რამდენიმე დღე მაცივარში, დახურულ ჭურჭელში ინახება.

ნიღაბი ათეთრებს კანს, ასწორებს ნაოჭებს და ატენიანებს. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გაიკეთეთ კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ.

Marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend