მტვრის პარაზიტები, რომლებიც ყველა სახლში ბინადრობენ-ეფექტური მეთოდი მათ მოსაშორებლად!


თვალით უხილავი პატარა პარაზიტები ბინადრობენ ხალიჩებზე, საწოლზე, ავეჯზე და სახლში არსებულ უამრავ ადგილზე, ისინი კანის მკვდარი ნარჩენებით იკვბებიან და სტატისტიკის მიხედვით ყოველი 5 სახლიდან 4 ში გვხვდებიან. ისინი იწვევენ რიგ ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის ალერგიულ შეტევებსა და ასთმასთან დაკავშირებულ დაავადებებს.

სახლში მუდამ სისუფთავის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მტვერსასრუტის რეგულარული გამოყენება და თეთრეულის რეცხვა შეამცირებს მტვრის პარაზიტების პრობლემას, თუმცა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ეს საკმარისი არ არის. გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს, დაამზადეთ პარაზიტების მოსაშორებელი საშუალება ბუნებრივი ინგრედიენტებით და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

თქვენ დაგჭირდებათ:

– 2 ჭ გამოხდილი წყალი
– 15-30 წვეთი ევკალიპტის ზეთი

გამოყენება:

აურიეთ ინგრედინეტები და ჩაასხით სპრეის ბოთლში. შეაპკურეთ ნივთებს (მათ შორის ბალიშებს და ა.შ.) რომლებიც არ ირეცხება, შემდეგ კი დადეთ თბილ ადგილზე რათა გაშრნენ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ . ამ საშუალების დახმარებით პარაზიტებს ზედმეტი ქიმიური და ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების გარეშე მოიშორებთ.

შენიშვნა: ევკალიპტის ზეთი არ არის რეკომენდირებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის!

ასევე დაგაინტერესებთ: მოაშორეთ მწერები და ობობები თქვენს სახლს ქიმიკატების გარეშე !