„მფრინავი“ სკამები და ბოთლები: ევრო 2016-ზე ფანებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ინგლისისა და რუსეთის ეროვნული ნაკრების გულშემატკირებს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ქალაქ ლილის ცენტრში, ერთმანეთს უკრაინისა და გერმანიის ფანები დაუპირისპირდნენ.

გერმანელი და უკრაინელი გულშემატკივრები ერთმანეთს ბოთლებსა და სკამებს ესროდნენ. გერმანელებმა ლუდის ქილები მედიის იმ წარმომადგენლებსაც დაუშინეს, რომლებიც დაპირისპირების გადაღებას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევამდე შეტაკება ინგლისისა და რუსეთის გულშემატკივრებს შორისაც მოხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა UEFA-მ, რომელშიც მომხდარს ამაზრზენი უწოდა და
დაპირისპირების განმეორების შემთხვევაში, გათამაშებიდან რუსეთისა და ინგლისის მოკვეთაც არ გამორიცხა.

მომხდარს საფრანგეთის მთავრობაც გამოეხმაურა და შესაძლო ძალადობის თავიდან ასაცილებლად სტადიონების მახლობელ ტერიტორიაზე ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა.

loading...