მოურინიო პოგბას ახალ გამოწვევებზე საუბრობს…


87

მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, გუნდის ძირითადში დასამკვიდრებლად პოლ პოგბას ბრძოლა მოუწევს.

პოგბას მანჩესტერულ გრანდში დაბრუნებას უახლოეს დღეებში ელიან, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი რეკორდულია.

„იმედია პოგბას საგა საბოლოოდ დასრულდა და ის ჩვენი ფეხბურთელი გახდება. ასეთი სპორტსმენის გუნდში ყოლა დიდებულია, თუმცა გუნდში დასამკვიდრებლად მას მძიმე შრომა მოუწევს“, – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუნატიედი“ პოგბამ 2012 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „იუვენტუსს“ შეუერთდა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend