მოგბეზრდათ აკნე? ეს 10 რჩევა თქვენ აუცილებლად დაგაინტერესებთ!


ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი რამ არის აკნე, რომლის არ არსებობას ბევრი ვნატრობთ. მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ხელოვნურ საშუალებას აკნეს მოსაშორებლად , რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. მაგრამ რას იტყოდით ბუნებრივ გზაზე? აქ მოყვანილია 10 მაგალითი, რომელიც ბუნებრივი საშუალებებით დაგეხმარებათ აკნეს მოშორებაში.
1) საჭმელი სოდა.

აურიეთ საჭმლის სოდა და წყალი ერთმანეთში. საჭმლის სოდა წმენდს კანს და შემდეგ ეს უკანასკნელი ხდება რბილი და გლუვი.

2) დაისვენე პომიდვრის წვენთან ერთად.

პომიდვრის წვენის ნიღაბი არის მშვენიერი საშუალება ფერიმჭამელების მოსაშორებლად. პომიდორი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C, A- ს და ლიმონის მჟავას არის ბუნებივი საშუალება აკნეს სამკურნალოდ. ის მეტად იაფი ღირს, ვიდრე სხვა ხელოვნური აკნეს მოსაშორებელი საშუალებები და ზოგისგან განსხვავებით ნაკლებად აღიზიანებს კანს.

3) კვერცხის ცილა

ვებრძოლოთ აკნეს მარტივად გასაკეთებელი კვერცხის ცილის ნიღბის საშუალებით.
უბრალოდ დაიდეთ სახეზე კვერცხის ცილა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაიდეთ მეორედ. როცა ეს ყველაფერი გაშრება, თქვენ მარტივად შეგეძლებათ ნიღბის მოშორება.

4) მწვანე ჩაი

დააყენეთ ჩაი. შემდეგ გააციეთ და ნაყენი დაიდეთ აკნეზე. ჩამოიბანეთ 15 წუთის მერე. შედეგი გარანტირებულია.

5) გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი

სუფთა, რბილი კბილის ჯაგრისი წრიული მოძრაობით წაისვით ფერიმჭამელებზე, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს მეთოდი მტკივნეულია და მხოლოდ მაშინ სცადეთ, როცა სხვა საშუალება არ გაამართლებს.

6) ორთქლი

აკნეს დროს, სახე მთლიანად პირსახოცით დაიფარეთ და მდუღარე წყლის ორთქლთან დადექით.

7) თიხა

ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა სპა-სალონებში ვიაროთ. ამიტომ შემოგთავაზებთ სახლის პირობებისთვის განკუთვნილ თიხის ნიღაბს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბენტონიტი და აურიოთ წყალში. ამ დროს თქვენი სახე მთლიანად იწოვს მინერალებს და გამოდევნის ფერიმჭამელებს.

8) გამოცვალეთ ბალიშისპირები

თუ აკნე გაწუხებთ, ეცადეთ ხშირად გამოცვალოთ ბალიშსპირები. Healthtuber.com-ის ცნობით ეს ხელს უწყობს აკნეს შემცირებას.

9) თაფლი

სახეზე ნაზად წაისვით დაუმუშავებელი თაფლი, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა გამიმეორეთ კვირაში რამდენჯერმე. თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც წმენდს სახეს.

10) არ აწვალოთ ფერიმჭამელები

ფერიმჭამელების წვალება თქვენი კანისთვის დამაზიანებელია.

ამის ნაცვლად, გირჩევთ ზემოთ აღნიშნული მეთოდები სცადოთ. რომლებიც იაფიცაა და ეფექტურიც.

ასევე დაგაინტერესებთ: აკნესგან გათავისუფლების საუკეთესო ხერხი. ეს თქვენს კანს უფრო რბილს და გლუვს გახდის