მოამზადეთ ჟელეს კანფეტები სახლის პირობებში მარტივად და იაფად! გემრიელია…


საყვარელი ტკბილეულობა ჟელეს კანფეტებია. თანამედროვე მაღაზიები ტკბილეულობით გავსებულია. სამწუხაროდ, უმეტესობა მათგანი ხელოვნური და სინთეტიკური დანამატებით არის სავსე.

მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, როგორ დაამზადოთ ჟელე კანფეტები.

ინგრედიენტები:

• 15 გრამი ჟელატინი

• 1 შეკვრა ჟელე

• 250 გრამი წყალი

მომზადება

1. 3 ჩაის კოვზი ჟელატინი ცოტა რაოდენობის თბილ წყალში გახსენით.

2. ცხელ წყალში ჟელე დაამატეთ. აურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
3. მიღებულ ჟელეს მასას დაამატეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ. ბოლოს ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.

4. საბოლოოდ, სატკაცუნო პარკის თითოეული ბუშტში ჟელატინი შპრიცით ნელ-ნელა შეიყვანეთ.

5. ის შედგით 30 წუთით საყინულეში. საყვარელი ტკბილეულობისთვის სხვა ფორმის გამოყენებაც შეგიძლიათ.

6. 30 წუთის შემდეგ საყინულიდან გამოიღეთ და კანფეტი ნელა გამოიღეთ. რათა ისინი არ დაიშალოს, სახამებელში ამოავლეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!