მოამზადეთ უგემრიელესი საუზმე ბანანისგან და გააოცეთ ახლობლები! ეს ყველას მოეწონება


ვინ იტყვის უარს გემრიელ, ტკბილ ფრანგულ ტოსტზე? რა თქმა უნდა არავინ. ეს ხომ კარგი და წარმატებული დღის დაწყების ყველაზე კარგი გზაა! 


ამ უგემრიელესი საუზმის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
3 კვერცხი
1 მწიკვი დარიჩინი
1 მწიკვი მარილი
1 ბანანი
თაფლი გემოვნებით
3 ს/კ ნეკერჩხლის სიროფი
1 ჭიქა მარწყვი
4 ნაჭერი პური

მომზადების წესი
კვერცხს დარიჩინი და მარილი მოაყარეთ და მასა კარგად ათქვიფეთ. დაჭერით ბანანი და ის პურის ორ ნაჭერზე დაალაგეთ. შემდეგ მას დარიჩინი მოაყარეთ და ცოტა თაფლი მოასხით. გააკეთეთ ბუტერბროდები, კვერცხის მასაში ამოავლეთ და შეწვით. ამ დროს, ტაფაში 3 ს/კ ნეკერჩხლის სიროფი გააცხელეთ და მას მარწყვი დაუმატეთ. მოამზადეთ 3 წუთის განმავლობაში. ბუტერბროდები დაჭერით, მოასხით ნეკერჩხლის სიროფი და მარწყვი მოაყარეთ. შეგიძლიათ ასევე შაქრის პუდრი დაამატოთ. 

ასევე დაგაინტერესებთ: მიირთვით გოგრის უგემრიელესი პური ნიგოზის შიგთავსით! მოამზადეთ მარტივად და ისიამოვნეთ!