მოამზადეთ უგემრიელესი ჩიზქეიქი გამოცხობის გარეშე! ძალიან გემრიელია…


ხშირად გამოცხობა გვეზარება ხოლმე, ამიტომ ახლა გასწავლით ჩიზქეიქის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.

ინგრედიენტები:

• 350 გრ ორცხობილა

• 120 გ კარაქი

• 1/3 ჭიქა კაკაო

• 250 გრ დარბილებული ნაღების ყველი

• 1/3 ჭიქა შაქარი

• 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

• 1 ჭიქა არაჟანი

• 250 გ კრემი

• 1 ჩ/კ შაქრის ფხვნილი

• 600 გ ალუბლის ჯემი

მომზადების წესი:

1. ორცხობილა ბლენდერის საშუალებით დააქუცმაცეთ. გაადნეთ კარაქი. ორცხობილას დაუმატეთ 3 ჩ/კ კაკაო და მდნარი კარაქი. აურიეთ. 20-26 სანტიმეტრის ფორმა მიეცით. გააჩერეთ 20 წუთით მაცივარში.

2. დიდ ჯამში აურიეთ ნაღების ყველა და შაქარი იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ არაჟანი და ვანილის ექსტრაქტი, შემდეგ კი ალუბლები ჩაყარეთ.

3. მიღებული მასის ნახევარი თანაბრად გადაანაწილეთ ფორმაზე, დანარჩენ ნაწილს კი დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და დარჩენილი კაკაო. მიღებული მასა ლამაზად დაადეთ პირველ ფენას ზემოდან. მაცივარში შედგით 4 საათის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!