მხოლოდ 2 ინგრედიენტი და შედეგი სახეზეა-გაათეთრეთ ფეხსაცმელი მარტივად!


სუფთა და რაც მთავარია იდეალურად თეთრი ფეხსაცმლის მუდმივად შენარჩუნება მარტივი არ არის, გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას, მოამზადეთ საკუთარი ხელით და თქვენი ფეხსაცმელები კვლავ დაიბრუნებენ ძველებურ სითეთრეს
!

თქვენ დაგჭირდებათ:

– ½ ჭ ძმარი
– ½ ჭ სოდა

გამოყენება:

1. ჩაყარეთ სოდა მოსახერხებელ პლასტმასის ჯამში. დაასხით ძმარი და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან ფაფისებურ მასას არ მიიღებთ.

2. კბილის ძველი ჯაგრისის დახმარებით კარგად გახეხეთ ფეხსაცმელი (მომზადებული საშუალების დახმარებით) და გააჩერეთ 30 წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით.

3. ნაჭრის ფეხსაცმელი,მაგალითად კედები ამ პროცედურის შემდეგ დამატებით შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაშიც.

ასევე დაგაინტერესებთ: 15 ხერხი წყალბადის ზეჟანგის გამოსაყენებლად! ეს აუცილებლად მოგეწონებათ!