მიზეზი, რის გამოც ბასილაშვილის კონკურენტს კარიერა დაენგრა



დამირ ჯუმჰური 26 წლის ბოსნიელი ჩოგბურთელია. 2017 წელი მის კარიერაში საუკეთესი იყო და ორი ATP ტურნირის მოგებაც მოახერხა.

შესაბამისად, ძუმჰურმა კარიერაში საუკეთესო რეიტინგი დააფიქსირა და წელი 23-ე ადგილზე დაასრულა. ბოსნიელი დღითიდღე პროგრესირებდა და სპეციალისტებიც მისგან კიდევ უფრო დიდ შედეგებს ელოდნენ. თუმცა, მოულოდნელად, გასული წლის ივნისში დამირი თავის შეყვარებულს დაშორდა და ამის შემდეგ მის კარიერაში უდიდესი რეგრესი დაიწყო. (იხილეთ დეანა ზივკოვიჩის ულამაზესი ფოტოები)



ბოლო 24 თამაშიდან მას 17 აქვს წაგებული, რაც ძალიან ცუდი შედეგია. 2019 წელს ძუმჰურს ჯერ თამაშიც არ მოუგია. პირველივე რაუნდში გამოეთიშა დოჰას ტურნირსა და ავსტრალიის ღია პირველობას. მანამდე კი ამხანაგურ ტურნირზეც წააგო. მართლაც, ბევრი კაცი ჩავარდებოდა დეპრესიაში ამ ლამაზმანთან განშორების შემდეგ.