მისი ქალიშვილი მოკლეს. დედამ მკვლელს წერილი მიწერა, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავ


1

20 წლის მილანი პოლიციის თანამშრომლების შვილი იყო.

3 ივლისს, მას მანქანით მგზავრობისას, ესროლეს. ის საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

5 ივლისს, მკვლელი დააკავეს. ცნობების მიხედვით, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, ის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

დამნაშავის დაკავების დღეს, გოგონას დედამ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა:

„ამ წერილს ვწერ, რადგან დღეს კარგი რამ მოხდა.

მინდა იცოდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალე, არ მძულხარ, ძალიან მეცოდები, რადგან იმდენ სიყვარულს ვერასოდეს იგრძნობ, რამდენსაც ჩემი გოგონა ყველასგან, უცნობებისგანაც კი გრძნობდა.

მას ძალიან ნათელი ღიმილი ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ღმერთს ყოველდღე ვთხოვდი, ჩემი შვილი მამასავით თავმდაბალი, ღრმა სულის პატრონი და ჭკვიანი ყოფილიყო, ხოლო ჰქონოდა ჩემი თვალები, ღიმილი… და ღმერთმა ზუსტად ასეთი ქალიშვილი მაჩუქა.

ფეხმძიმბოსას, ვირუსი შემხვდა და ექიმმა მითხრა, რომ შესაძლო იყო, გოგონა ბრმა და ყრუ დაბადებულიყო, ამიტომ, მირჩია აბორტის გაკეთება, მაგრამ მე ვიუარე, რადგან ვიცოდი, ღმერთი ჩემს ლოცვას შეისმენდა და ასეც მოხდა!

მილანს ყოველდღე ვეუბნებოდი, რომ მიყვარდა. მადლობას ვუხდი ღმერთს ჩემი პირველი და ერთადერთი შვილისთვის და ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის.
დღეს კი შენთვის ვილოცებ, რათა ღმერთმა შეგიწყალოს.

დღეს…

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend