მინო რაიოლა პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრობს


პოლ პოგბას აგენტის, მინო რაიოლას განცხადებით, მანჩესტერ „იუნაიტედს“ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, „იუვენტუსთან“ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ინგლისელები ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს გადახდას გეგმავენ.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მინო რაიოლა Twitter-ზე გამოეხმაურა.

„პოლ პოგბასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ამდენი საუბარი უბრალო ბლა ბლა ბლაა“, – აღნიშნა ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend